გაახალგაზრდავება – მხოლოდ ერთი ვარჯიშით! – მართლაც დაუჯერებლად ჟღერს, მაგრამ ეს სიმართლეა. ვარჯიში, რომელსაც ახლა შემოგთავაზებთ, აახალგაზრდავებს არა მხოლოდ სახეს, არამედ მთელ ორგანიზმს და ის უნიკალურია.
სინამდვილეში ეს ვარჯიში ყველა ჩვენგანმა ბავშვობიდან ვიცით, რადგან არ არსებობს ბავშვი, ვისაც ასე დადგომა არ მოესინჯოს.
იოგაში კი ის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი პოზაა და მას "ორგანიზმის გამაახალგაზრდავებელ ასანას" უწოდებენ. იოგას ლიტერატურაში დაწვრილებით და სავსებით დამაჯერებლად არის ახსნილი, რა მოსდის ორგანიზმს ამ ასანის მიღებისას.
იმისათვის, რომ მივაღწიოთ ეფექტს, იოგა გვირჩევს, მივიღოთ შემდეგი ასანები (პოზები):
მხრებზე დადგომა მაღლა აწეული ფეხებით;
თავზე დგომა;
ხელებზე დგომა;
თავზე დგომა ცოტა სარისკოა, თუ მას სწორად ვერ შეასრულებთ. ამიტომაც ჩვენ გირჩევთ, მას იოგას სპეციალისტის გარეშე ნუ მოსინჯავთ. პრინციპში, საკმარისია, შეასრულოთ ყველაზე მარტივი ამ სამი ასანიდან, მხრებზე დადგომა.
არსებობს ამ პოზაში დადგომის 2 მეთოდი:
1. სარვანგასანა;
2. ვიპარიტა-კარანი;
გაახალგაზრდავება: ვიპარიტა-კარანი.
ეს ნიშნავს, რომ დგებით მხრებზე, მაღლა აწეული (მაქსიმალურად სწორად) ფეხებით, შემდეგ ნელ-ნელა გადაგვაქვს ფეხები თავს უკან. შემდეგ კი ნელ-ნელა ბრუნდებით საწყის პოზაში.
აუცილებლად დაისვენეთ ასანის შესრულების შემდეგ ზურგზე მწოლიარე მდგომარეობაში. არ ადგეთ მაშინვე.
როგორ ხდება ამ პოზაში გაახალგაზრდავება მეცნიერული თვალსაზრისით:
სხეულის ამობრუნებული მდგომარეობა ხსნის სისხლის მიმოქცევის სისტემის დატვირთვას, სისხლი დიდი რაოდენობით მიეწოდება თავს და კისერს. ფეხების სისხლძარღვები ამ დროს ისვენებს, ხოლო ტვინი დამატებით მარაგდება სისხლით, ფარისებრი ჯირკვალი კი მთლიანად ირეცხება ახალი სისხლით.
გარდა ამისა, ეს ვარჯიში კურნავს დიარეას, ანემიას და ზოგადად, ორგანიზმს სასიცოცხლო ენერგიით ავსებს. ვიპარიტ-კარანი ხელს უწყობს ორგანიზმში ტოქსინების განადგურებას და მათ ნეიტრალიზაციას.
უკუჩვენებები და შეზღუდვები:
ვარჯიში უნდა შეასრულოთ ყოველდღიურად და უმჯობესია, დილით, ჭამამდე ნახევარი საათით ადრე. დაუშვებელია მისი შესრულება ალკოჰოლის ზემოქმედების ქვეშ. უკეთესი იქნება, თუ პარალელურად, დაიცავთ ჯანმრთელი კვების რეჟიმს, ამოიღებთ რაციონიდან მავნე პროდუქტებს, მათ შორის, ხორცსაც.
ქალებისთვის არ შეიძლება ამ ვარჯიშის შესრულება ორსულობის ან მენსტრუალური ციკლის პერიოდში.
ვარჯიშის შესრულებისას მოდუნდით, დახუჭეთ თვალები. თუ ვერ შეძელით მოდუნება, ესე იგი, რაღაცას არასწორად აკეთებთ (კიდევ ერთხელ დააკვირდით სურათს, სადაც ნაჩვენებია სხეულის მდგომარეობა ვიპარიტ-კარანის პოზაში). დაჰყავით ამ პოზაში იქამდე, სანამ დისკომფორტს არ იგრძნობთ.
ვარჯიშის შესრულების მაქსიმალური დრო 5 წუთია.
ასევე იხილეთ:
უნივერსალური 2-წუთიანი ვარჯიში – მხოლოდ ერთი პოზა!
მუცლის სწრაფად მოშორების საოცარი მეთოდი პირსახოცით - იაპონელი ექიმის უნიკალური აღმოჩენა