მსხვილი მკლავები ბევრი ქალის პრობლემაა. დიეტის შემდეგ შესაძლოა ისინი დათხელდეს კიდეც, თუმცა კანი მოშვებული ხდება და მოხდილ ტანსაცმელს მაინც ვერ ვიცვამთ.
გასწავლით რამდენიმე ვარჯიშსა და ხერხს, რომელიც ძალიან მოკლე დროში დაგითხელებთ მკლავებს და კანიც მის ირგვლივ მკვრივი და ელასტიკური დარჩება.
პირველ რიგში გააკეთეთ ხელის ვარჯიშები (ხელების მაღლა და განზე გაწევა, ტრიალი და ბიძგები) მაქსიმალური რაოდენობით. დაიწყეთ 20-20 ვარჯიშით თითოეული ხელისთვის და ადით 100-მდე.
მეორე ვარჯიში: საწყისი მდგომარეობა – მიეყრდენით ზურგით კედელს, ხელები დაბლა დაუშვით, მუხლებში ოდნავ მოიხარეთ. მოშორდით კედელს ისე, რომ კედელს ეხებოდეთ მხოლოდ ხელისგულებით. ძლიერად მიაწექით ხელებით კედელს, დაძაბეთ მკლავების კუნთები, შემდეგ მოადუნეთ. გააკეთეთ 8-12-ჯერ.
მესამე ვარჯიში: დადექით გრძელი შარფის შუაში, დაიკავეთ მისი ბოლოები ხელებით, მიეყრდენით ზურგით კედელს. ჩაჯექით ისე, რომ თეძოებით სწორი კუთხე შექმნათ. იდაყვები მოხარეთ სწორი კუთხით და მოზიდეთ შარფი მკერდისკენ, შემდეგ კი ჭერისკენ, ისე, თითქოს ცდილობთ, გადალახოთ შარფის დაბრკოლება. შეასრულეთ 10-12 ვარჯიში.
მეოთხე ვარჯიში: დადექით სწორად, ფეხები მხრების სიგანეზე, ხელებში გიჭირავთ ჰანტელები. გასწიეთ ხელები გვერდზე და მაღლა, შემდეგ ჩამოუშვით. შეასრულეთ 10-15-ჯერ.
ძალიან ეფექტურია მკლავების დასათხელებლად ადგილობრივი შეფუთვა, მაგალითად, თიხითა და ბალახეულის ნაყენით. ასევე, მასაჟი ხელის თითებიდან დაწყებული, მხრებით დამთავრებული. ასეთი ერთი სეანსის შემდეგ მკლავის გარშემოწერილობა 0,3-0,5 სმ-ით მცირდება.
როგორ მოვიშოროთ გამოწეული თეძოები მარტივი ვარჯიშების მეშვეობით?
იდეალური მუცელი 2 კვირაში – დაგჭირდებათ მხოლოდ რამდენიმე წუთი და კედელი