ბადრიჯანი არის პროდუქტი, რომელიც ბუნებრივი კოლაგენის გამოყოფას უწყობს ხელს. კოლაგენი კი, არის ნივთიერება, რომელიც კანს სიმკვრივეს უნარჩუნებს.
ასევე ბადრიჯანი შეიცავს სასარგებლო მინერალებს, B, PP ჯგუფის ვიტამინებს, ცილებსა და ნახშირწყლებს, კალციუმს, კალიუმს, ფოსფორსა და ასკორბინის მჟავას.
ერთი სიტყვით, ბადრიჯანი არა მხოლოდ უგემრიელესი პროდუქტია, არამედ შესანიშნავი კოსმეტოლოგიც. განსაკუთრებით რეკომენდებულია ბადრიჯნის ნიღბები პრობლემური კანის შემთხვევაში. ჩაინიშნეთ ეს რამდენიმე საინტერესო ვარიანტი:
პრობლემური კანისთვის
კანგაცილილ და გახეხილ ბადრიჯანს დაასხით მდუხარე და გააჩერეთ 5-7 წუთი. შემდეგ გადაწურეთ წყალიი და 1 სუფრის კოვზ ფაფას დაუმატეთ უცხიმო არაჟანი სქელი მასის მიღებამდე. დაიდეთ სახეზე ნიღაბი 10 წუთით, შემდეგ ჩამოიბანეთ გრილი წყლით.
ნორმალური კანისთვის
დააქუცმაცეთ ბადრიჯნის რბილობი (თესლის გარეშე), შეურიეთ მიღებულ ფაფას დაუმატეთ კუნელის წვენი. დაიდეთ ნიღაბი 10-15 წუთი სახეზე და ჩამოიბანეთ თბილი წყლით.
მშრალი კანისთვის
აიღეთ 2 სუფრის კოვზი უმი ბადრიჯნის რბილობი, 1 კვერციხ გული და 2 სუფრის კოვზი არაჟანი – ყველაფერი ერთმანეთში კარგად აურიეთ. დაიდეთ ნიღაბი გასუფთავებულ კანზე, გაიჩერეთ 15-20 წუთი და ჩამოიბანეთ თბილი სყწლით.
კომბინირებული და ცხიმიანი კანისთვის
გაფრცქვენით და დააქუცმაცეთ ბადრიჯანი. 50 გ რბილობს დაუმატეთ კეფირი, ალოეს წვენი და კარგად აურიეთ ერთმანეთში. დაიდეთ მიღებული მასა სახეზე და 15 წუთში ჩამოიაბენთ მინერალური წყლით.
უნივერსალური მკვებავი ნიღაბი სახისთვის
დაგჭირდებათ:
1,5 სუფრის კოვზი ბადრიჯნის პიურე;
10 გ თაფლი;
1 ჩაის კოვზი გატარებული ალოეს ფოთოლი;
ყველაფერი კარგად შეირიეთ და გაანაწილეთ მიღებული მასა 2 თანაბარ ნაწილად. ერთი ნახევარი წაისვით სახეზე თხელ ფენად და როგორც კი ნიღაბი ცოტათი შეიწოვება, გადაისვით მასის მეორე ნახევარი. 10 წუთის შემდეგ შეგიძლიათ ჩამოიბანოთ თბილი წყლით.
ბადრიჯნის ნიღაბი ნაოჭებისთვის
1 სუფრის კოვზ ბადრიჯნის პიურეს შეურიეთ 1 ჩაის კოვზი ალოეს წვენი და მიღებული ნიღაბი წაისვით სახეზე.
10-15 წუთში ჩამოიბენათ ოთახის ტემპერატურის წყლით.
მათეთრებელი ნიღაბი
აიღეთ 1 სუფრის კოვზი გახეხილი ბადრიჯნის პიურე, დაუმატეთ 1 ჩაის კოვზი ლიმონის წვენი და 2 წვეთი ზეითUნის ზეთი. წაისვით მიღებული მასა სახეზე და 8-10 წუთის შემდეგ ჩამოიწმინდეთ ოხრახუში ნახარშში დასველებულიი ბამბის ტამპონით.
დამატენიანებელი ნიღაბი
დაჭერით ბადრიჯანი თხელ ფირფიტებად და დაიწყვეთ სახეზე, ზემოდან დაიფარეთ მარლის ნაჭრები. 10 წუთში მოიხსენით სახიდან და ჩამოიბანეთ რძით ან მინერალული წყლით.
მატონიზირებელი ნიღაბი
შეურიეთ 2 ჩაის კოვზი ვაშლის წ ვენი 2 ჩაის კოვზ გახეხილ ბადრიკანს და წაისვით სახესა და ყელზე. გაიჩერეთ 15 წუთი, შემდეგ ჩამოიბენთ ცივი წყლით.
ასევე ბადრიჯნის ახაგამოწურული წვენი ძალიან ეფექტურია ჭორფლისა და პიგმენტური ლაქების მოსაცილებლად.