იღლიები სხეულის საკმაოდ ინტიმური ნაწილია. განსაკუთრებით უსიამოვნოა ის ფაქტი, რომ მაქსიმალურად იცავ მათ სისუფთავეს, კანი კი მაინც შავდება.
მაგრამ არსებობს საშუალება, რომელიც ამ პრობლემის გადაჭრაში დაგვეხმარება. გაგიკვირდებათ, მაგრამ ეს სასწაულმოქმედი-მათეთრებელი - კარტოფილია.
ალბათ, უცნაურად ჟღერს, მაგრამ გახეხილი კარტოფილის რეგულარული კომპრესები საგრძნობლად ათეთრებს იღლიის ნაზ კანს. სამე იმაში გახლავთ, რომ კარტოფილი შეიცავს ფერმენტს, რომელიც კანს აუფერულებს, ამასთან არ იწვევს გაღიზიანებას.
მაშ ასე, გარეცხეთ და გახეხეთ საშუალო ზომის კარტოფილი, შემდეგ მასა დაიდეთ იღლიებზე და გააჩერეთ 30 წუთით, სანამ კარგად არ გაშრება. რამდენიმე სეანსის შემდეგ, შედეგი თვალსაჩინო გახდება!