ყველას წაგვიკითხავს სტატიები თემებზე: "რაზე მეტყველებს თქვენი ღიმილი, ვარცხნილობა, თვალის ფერი", მაგრამ მკერდზე არასოდეს გვისაუბრია.
დროა, მკერდის ფორმით ქალის ხასიათი ამოვიცნოთ. აირჩიეთ ფოტო, რომელიც თქვენს მკერდს მიესადაგება, წაიკითხეთ ახსნა და არ დაგავიწყდეთ, სტატია მეგობრებსაც გაუზიარეთ.
დახვეწილი და ინტელექტუალი ხართ. თქვენში გაერთიანებულია სილამაზე და ჭკუა. ადამიანებში აფასებთ ხელოვნებას, გონებრივ შესაძლებლობებს. გარშემო მყოფებთან არ გიჭირთ საერთო ენის გამონახვა. ნებისმიერ თემაზე შეგიძლიათ საუბარი. იმის გამო, რომ თავდაჭერილი ხართ, ზოგიერთს შეიძლება უკარებად მოეჩვენოთ.
ჯიუტი და ლიდერის თვისებებით დაჯილდოებული ქალი ხართ. ყველა საქმეს თავად აგვარებთ და გარშემო მყოფებს დახმარებას იშვიათად სთხოვთ. წარმატებას აღწევთ ყველა საქმეში, რასაც ხელს მოჰკიდებთ.
იმ ადამიანთა კატეგორიას მიეკუთვნებით, ვინც მუდამ საკუთარი წესებით თამაშობს. ერთი მხრივ, თანამედროვე ქალი ხართ, რომელიც აფასებს ინოვაციებს; მეორე მხრივ, მხოლოდ საკუთარი დოლის ტაქტზე მოძრაობთ. შეგიძლიათ გამაოგნებელი საქციელიც ჩაიდინოთ და დახვეწილადაც იმოქმედოთ.
ოპტიმისტი და მეოცნებე ხართ. ცხოვრებაში მხოლოდ ნათელ მოვლენებს აქცევთ ყურადღებას. გულის სიღრმეში დანაღვლიანებული რომ იყოთ, გარშემო მყოფებისთვის მაინც კეთილი და დადებითი იქნებით. მამაკაცები აფასებენ თქვენნაირ მხიარულ და ჭკვიან ქალებს.
ვნებიანი, ცეცხლოვანი და საკმაოდ თამამი გოგონა ხართ. მამაკაცები გაღმერთებენ. ზოგჯერ შეიძლება უხეში და მზაკვარიც კი იყოთ, მაგრამ ეს იმიტომ, რომ სასურველის მისაღწევად უკან არაფერზე დაიხევთ. ხშირად ემოციები გმართავთ. თქვენ სპონტანურად იქცევით და იშვიათად მოქმედებთ გააზრებულად.
კეთილი გულის პატრონი ხართ, გარშემო მყოფებს თქვენი მხარდაჭერის იმედი აქვთ და მართლაც, მათთვის საუკეთესო მრჩეველი და დამხმარე ხართ. არ გიყვართ ჭორაობა, ნაჩქარევი დასკვნების გამოტანა, კრიტიკა. ადამიანს სიმართლეს დელიკატურად ეუბნებით.
თქვენი საუკეთესო თვისებაა სიბრძნე და საკუთარი ღირსების შეგრძენა. მუდამ იდეალებისკენ ისწრაფვით და მუდამ უკეთესობისკენ ვითარდებით. ქალი-პაციფისტი ხართ. ვერ იტანთ ცხოვრებისეულ დრამას. თქვენს კამპანიაში უწმაწურ სიტყვებს არავის ათქმევინებთ.
რთული ადამიანი ხართ, ამასთანავე, შემოქმედებითი და გარშემო მყოფებში პოპულარობით სარგებლობთ. მამაკაცები ისევე გახვევიათ, როგორც თაფლს ფუტკრები. კრიზისშიც კი არ კარგავთ თვითკონტროლს. მამაკაცებმა იციან, რომ რთულ მომენტში მათ დაეხმარებით და რომ არც საკუთარი თავის მართვის უფლებას არ მისცემთ.
მიამიტი ადამიანი ხართ, მაგრამ არა სულელი. საკუთარი ცხოვრება გაქვთ და არ გაღელვებთ, მოსწონხართ გარშემო მყოფებს თუ არა. გარშემო მყოფებს შეიძლება მოეჩვენოთ, რომ მორიდებული ხართ, მაგრამ მუდამ სურვილებითა და ოცნებებით ხართ აღსავსე. თქვენ არ უშინდებით სირთულეებს.
მეოცნებე და ოპტიმისტი ბრძანდებით. მუდამ რაღაცის კვლევაში ხართ, გახსნილი და არასდროს იმალებით საკუთარ ნაჭუჭში. მხიარული და ღიმილიანი ცხოვრებას დადებითად უყურებთ. თქვენ გვერდით მყოფი თავს მუდამ ბედნიერად გრძნობს.
დადებითი ადამიანი ხართ და ხშირად ექცევით ყურადღების ცენტრში. მამაკაცები აფასებენ თქვენს გონივრულობას და იმასაც ხვდებიან, რომ თქვენი დამორჩილება შეუძლებელია. მუდამ მზად ხართ თავგადასავლებისთვის; ყოველდღიური საქმეები და რუტინა მომაბეზრებლად გეჩვენებათ.
ამოუცნობი ქალი ხართ, რომელიც ამასთავე, ერთგული პარტნიორია. ადამიანები საიდუმლოებებს დაუფარავად გიმხელენ. ცივი ქალი არ ხართ, მაგრამ გარშემო მყოფებთან დისტანციას ინარჩუნებთ. საკუთარ თავსა და ახლობლებს მუდამ მაღალ სტანდარტებს უწესებთ.