უმეტესობა ფიქრობს, რომ თმის ცვენა, ძირითადად, მამაკაცებს ემუქრებათ და მას იშვიათ ასაკობრივ დაავადებებს მიაწერენ. სინამდვილეში, მილიონობით ქალსაც აწუხებს გამელოტება, თმის ცვენა და თავის კანის გაღიზიანება.
განვიხილოთ თმის ცვენის ძირითადი მიზეზები და რაც მთავარია, როგორ შევიცვალოთ ცხოვრების წესი ამ პრობლემის გადასაწყვეტად. უამრავი ადამიანი ვერ აცნობიერებს, როგორი საზიანოა თმის საშრობის გამოყენება, თმის გასწორება და შეღებვა. ასევე, მიზეზი შესაძლოა გენეტიკური დაავადებები და სისხლის ცუდი მიმოქცევა გახდეს.
როგორც მამაკაცების, ასევე ქალების გამელოტების მიზეზი შესაძლოა გენეტიკური დაავადებები იყოს. ეს პრობლემა ნებისმიერი ასაკის ადამიანს ეხება. სინამდვილეში, გენები წყვეტს, როდის დაგეწყებათ თმის ცვენა.
ხშირად ქალების თმის ცვენას ჰორმონალური ცვლილებები ან ჰორმონალური დისბალანსი იწვევს. უამრავ ქალს მშობიარობის შემდეგ უთხელდება თმა. ზოგიერთს - მენოპაუზის დროს. გაითვალისწინეთ, რომ ფარისებრ ჯირკვალს შეუძლია იქონიოს ზეგავლენა ჰორმონებზე.
თმის ცვენის გამომწვევი მიზეზები შესაძლოა სხვადასხვა დაავადება იყოს და წამლების მიღების შედეგი გახდეს. განსაკუთრებით, მას იწვევს პრეპარატები, რომლებიც გამოიყენება გულ-სისხლძარღვთა, ართრიტის, მაღალი წნევისა და სიმსივნური დაავადებების დროს. ასევე, ვიტამინ А-ს დიდი დოზით მიღება.
ალოპეცია (ნაწილობრივი გამელოტება) აუტომუნური დაავადებაა, რომელიც ჩნდება, როცა ორგანიზმს არ ძალუძს ამოიცნოს საკუთარი უჯრედები და ანგრევს თმის ფოლიკულებს (მიიჩნევს მათ უცხო უჯრედებად).
თუ საეჭვო სიმპტომები აღმოაჩინეთ, სასწრაფოდ მიმართეთ ექიმს.
ეცადეთ, არ გადაიჭიმოთ და მჭიდროდ არ შეიკრათ თმა. ამან შესაძლოა, მექანიკური გამელოტება გამოიწვიოს. ასევე, ერიდეთ თმის ინტენსიურ მოვლას. დერმატოლოგი ვენდი რობერტსი გირჩევთ, ნუ გამოიყენებთ აგრესიულ ქიმიურ საშუალებებს, საღებავებს და თმის გასასწორებელ "უთოებს".
თმის ცვენის სხვა ბევრი მიზეზიც არსებობს, რომელიც დაავადებებთან არის დაკავშირებული. უამრავი ადამიანი ფიზიკურ და ემოციურ შოკს განიცდის სხვადასხვა გარემოების გამო.
საბედნიეროდ, არსებობს რამდენიმე ბუნებრივი და მარტივი საშუალება, რომლის დახმარებითაც შეგვიძლია ვებრძოლოთ თმის ცვენას. დასაწყისისთვის, მიიღეთ პროდუქტები, რომლებიც მდიდარია ფოლიუმის მჟავით, რკინითა და ვიტამინებით.
ვიტამინი В7, მეტად ცნობილი, როგორც ბიოტინი, ეხმარება თმისა და ფრჩილების ზრდაში, ასევე, ზრუნავს ნერვული სისტემის სიჯანსაღეზე და ნივთიერებათა ცვლის პროცესს არეგულირებს. ბიოტინებით მდიდარია კვერცხი, უცხიმო წითელი ხორცი, ბანანი, მუქი მწვანე ბოსტნეული და ტკბილი კარტოფილი. ასევე შეგიძლიათ მიიღოთ ბიოტინი ბიოდანამატების სახით.
ჟოჟობას ზეთი გამჭვირვალე ოქროსფერი სითხეა თხილის სურნელით. იგი მდიდარია Е და В ვიტამინებით, მინერალებით, რომლებიც აუცილებელია სოკოვანი და ინფექციური დაავადებების საწინააღმდეგოდ. ჟოჯობას ზეთი ასევე გახლავთ თმის ზრდის მასტიმულირებელი ეფექტური საშუალება. შეიზილეთ ზეთი თავის კანის დაზიანებულ არეებში.
პიტნის ჩაი ეხმარება ორგანიზმს კანის ცხიმის გამომუშავებაში, რომელიც თავის კანს ამშვიდებს და აქრობს ქერტლს.
როზმარინს გააჩნია თვისებები, რომლებიც ამაგრებს თმის ფოლიკულებს და თმის ცვენას აჩერებს.
სხვა ბალახეული და ძირები - ჭინჭარი, სერენოას პალმა - შეიცავს ელემენტებს, რომლებიც ეხმარება თმის ზრდაში და თავის კანის სისხლის ცირკულაციაში.
თმის დასაცავად, მოუარეთ მათ ნაზად. დაივარცხნეთ ფრთხილად. თუ თმის გელი ან ლაქი წაისვით, ეცადეთ, არ დაივარცხნოთ მას მერე, რაც ფიქსაციის საშუალებები გახმება, რადგაც ეს თმის მტვრევას გამოიწვევს.
ერიდეთ თმის ხშირად გასწორებასა და დახვევას.
მნიშვნელოვანია სისხლში ჟანგბადის ოდენობის შენარჩუნება. ეს ასევე ეხება თავის კანს. სინჯეთ თავის მასაჟი ალოე ვერას გელის დახმარებით.
საპარიკმახეროში მორიგი ვიზიტისას სთხოვეთ სტილისტს, მრავალსაფეხურიანი ვარცხნილობა გაგიკეთოთ და ჰკითხეთ საშუალებებზე, რომლის მეშვეობითაც თმას მოცულობას შესძენთ.
გამოიყენეთ თმის ნატურალური მუსები, რომლის გამოყენება შესაძლებელია თმის ძირის გასამაგრებლად.
თმის გადანერგვის კლინიკა |