იმ ფონზე, როდესაც მწყრის კვერცხი ელვის სისწრაფით იპყრობს მსოფლიო სუპერმარკეტების ქსელს, საქართველოში ცოტამ თუ იცის იმ უნიკალური თვისებების შესახებ, რომელიც ამ პროდუქტს ახასიათებს.
მწყრის კვერცხი რომ უნიკალურია, ამაზე ისიც მეტყველებს, რომ ამ პროდუქტზე ინფორმაცია ეგვიპტურ პაპირუსებზეც მოიძებნება და ძველისძველ ჩინურ რეცეპტებში სწორედ ამ კვერცხით ამზადებდნენ უებარ მალამოებს.
ეს პროდუქტი თითქმის შეუცვლელია მკურნალობისას:
• აუმჯობესებს ნერვულ სისტემას
• ზრდის გონებრივ შესაძლებლობებს
• გამოაქვს ორგანიზმიდან რადიონუკლიდები
• ეფექტურია გულ-სისხლძარღვთა დაავადებების დროს
• მდიდარია ვიტამინებით - A ვიტამინი მასში 2,5-ჯერ მეტია, ვიდრე ქათმის კვერცხში. გაცილებით მეტია აგრეთვე ფოსფორი, კალიუმი, რკინა, კობალტი და სპილენძი.
• პროფილაქტიკის მიზნით მწყრის კვერცხი 3-4 თვის განმავლობაში ყოველდღე უნდა მიირთვათ. ნუ შეგეშინდებათ, ის არავითარ შემთხვევაში არ გავნებთ. კვერცხის მიღება უმადაც შეიძლება - მწყერი ქათამი არ არის და სალმონელოზით არ ავადდება.
ხალხური რეცეპტები
ბრონქული ასთმისა და ალერგიული მდგომარეობის დროს
კარგია მკურნალობა მწყრის კვერცხითა და თაფლით: კვერცხები უნდა ჩავტეხოთ ჭიქაში, დავამატოთ ცოტაოდენი თაფლი და მივირთვათ ჭამამდე 3 საათით ადრე. დილით, საუზმემდე - ერთი კვერცხი, საღამოს, ვახშმამდე - ორი. ამ მეთოდით 40 დღე უნდა იმკურნალოთ, შემდეგ 2-3 კვირა შეისვენოთ და კურსი გაიმეოროთ.
გაციების დროს
ტემპერატურის დასაქვეითებლად უნდა მიიღოთ მწყრის კვერცხი არაყსა და შაქართან ერთად. საჭიროა 100 მლ არაყი, 5 კვერცხი, 1 სადილის კოვზი შაქარი. ეს ყველაფერი ერთმანეთში აურიეთ და საღამოს, ძილის წინ, მიირთვით. დილით ტემპერატურა აღარ გექნებათ და უკეთაც იგრძნობთ თავს.
მწყრის კვერცხის უნიკალური ნიღბები დაბერებისგან დაგიცავთ
მწყრის კვერცხის ცილას გააჩნია შემკვრელი თვისება და აქედან გამომდინარე, შესანიშნავად კრავს ფორებს. ის აშორებს კანს ცხიმისგან გამოწვეულ სიპრიალეს და ასწორებს წვრილ ნაოჭებს. შესაბამისად, ცილა იდეალურია ცხიმიანი კანის მოსავლელად.
ნიღაბი ფორებიანი კანისთვის
ეს ნიღაბი კარგად ასუფთავებს და ჭიმავს ფორებიან კანს, ეხმარება შავი წერტილების მოშორებაში. 1 კვერცხის ცილა ათქვიფეთ 1 ჩ.კ. ლიმონის წვენთან და წაისვით სახეზე. როცა შეშრება, ისევ გაიმეორეთ 2-ჯერ. სულ უნდა გქონდეთ წასმული ცილის 3 ფენა. ბოლო ფენის წასმიდან 15 წუთში ჩამოიბანეთ ნიღაბი თბილი წყლით.
ნიღაბი ცხიმიანი კანისთვის
კარგად აურიეთ ერთმანეთში 1 კვერცხის ცილა და 2 ჩ.კ. თეთრი თიხა ერთგვაროვანი მასის მიღებამდე (კანზე ანთებითი კერების არსებობისას გამოიყენეთ ცისფერი თიხა) და წაისვით სახეზე 10-12 წუთით. შემდეგ ჩამოიბანეთ გრილი წყლით.
მკვებავი ნიღაბი ნებისმიერი ტიპის კანისთვის
1 კვერცხის გულს დაამატეთ 1 ჩ.კ. თაფლი, კარგად აურიეთ და წაისვით სახეზე 10-15 წუთით. ჩამოიბანეთ თბილი წყლით.
მწყრის კვერცხის დიეტა
დიეტოლოგები რეკომენდაციას უწევენ მწყრის კვერცხის ყოველდღიურ მიღებას ზედმეტ კილოგრამებთან საბრძოლველად. ექიმები ამბობენ, რომ 2 კვირაში უკვე ნახავთ სასურველ შედეგს. მიიღეთ მწყრის კვერცხი უზმოზე ან მაქსიმალურად ჩართეთ იგი რაციონში. გარდა იმისა, რომ გემრიელია, იგი არაჩვეულებრივად წვავს ცხიმებს, თანაც ისე, რომ ორგანიზმს საჭირო ვიტამინებით ამარაგებს.
მწყრის კვერცხი სილამაზისთვის
ამ პროდუქტისგან კიდევ უამრავი სარგებელი შეგიძლიათ ნახოთ. მწყრის კვერცხის მიღება აუმჯობესებს თმის, ფრჩხილისა და სახის კანის ხარისხს. გამოირჩევა გამაახალგაზრდავებელი ეფექტით.
მწყრის კვერცხი სასარგებლოა ორსულთათვის - ამცირებს ტოქსიკოზს და დადებითად მოქმედებს ნაყოფის განვითარებაზე. მეძუძურ დედებს კი ეხმარებათ, მეტი და უფრო ხარისხიანი რძე ჰქონდეთ.
რაც შეეხებათ მამაკაცებს, მწყრის კვერცხის რეგულარული მიღება კარგად მოქმედებს მათ სექსუალურ პოტენციალზე.
იხელმძღვანელეთ დოზებით, რა ასაკის ადამიანმა დღეში რამდენი მწყრის კვერცხი შეიძლება მიიღოს:
• 1-დან 3 წლამდე - 1-2 კვერცხი
• 3-დან 10 წლამდე - 2-3 კვერცხი
• 10-დან 18 წლამდე - 4 კვერცხი
• 18-დან 50 წლამდე - 5-6 კვერცხი
• 50-დან ზევით - 4-5 კვერცხი.
სად შევიძინოთ
მწყრის კვერცხი აუცილებლად ახალი უნდა იყოს. თავი რომ აარიდოთ უხარისხო პროდუქციას, გირჩევთ შეიძინოთ სპეციალურ მწყერსაშენებში ან "ნიკორას" სუპერმარკეტთა ქსელში, სადაც მათივე შვილობილი კომპანიის მიერ წარმოებული მწყრის პროდუქციაა წარმოდგენილი.