არ არის ადვილი მუდმივად ფორმაში ყოფნა, მაგრამ ეს 9 რჩევა გაგიიოლებთ გალამაზების პროცესს.
1. მოცულობითი თმა
არავის მოსწონს თხელი თმა მოცულობის გარეშე. სიტუაციის გამოსასწორებლად, რეგულარულად გამოიყენეთ ეს რეცეპტი: ლიმონისა და ალოეს წვენი დაუმატეთ შამპუნს და დაიბანეთ თავი ჩვეულებისამებრ.
2. წარბების შეღებვა ხნით
წარბები უფრო გამოკვეთილი და ლამაზი რომ გახდეს, ამისათვის შეიღებეთ ისინი შავი ხნით. ფრთხილად წაისვით შემადგენლობა წვრილი ფუნჯით, ზედმეტი მასა მოიშორეთ ბამბის ჩხირით.
3. წამწამებისა და წარბების მკვებავი საშუალება
დაგჭირდებათ პატარა შუშის ბოთლი და ტუშის სუფთა ფუნჯი. ჩაასხით ბოთლში ვიტამინ Е-ს ზეთის ხსნარი, აბუსალათინის ზეთი და ალოეს გელი. წაისვით მიღებული მასა ყოველდღე, ძილის წინ ფუნჯის საშუალებით.
4. მანიკიური
ჩვენი ფრჩხილები იდეალური არ არის. მათ ფორმას ქლიბის მეშვეობით ვაძლევთ. ნუშის ფორმის მისაღებად, დაიჭირეთ ქლიბი ირიბად და მორიგეობით მარცხნივ და მარჯვნივ მოიქლიბეთ კიდეები.
5. იდეალური წითელი პომადა
უამრავ ქალს უყვარს წითელი პომადა, ეს ხომ საღამოს მაკიაჟის კლასიკაა! იდეალური ფერის მისაღებად, პომადასთან ერთად კონსილერი წაისვით.
6. კბილის ბუნებრივი მათეთრებელი
დაასველეთ კბილის ჯაგრისი, მოაყარეთ დაფქული აქტივირებული ნახშირი და 3-4 წუთის განმავლობაში გაიხეხეთ კბილები.
7. მუქი ტონალური კრემის გაღიავება
თუ შემთხვევით ძალიან მუქი ტონალური კრემი შეიძინეთ, არ იჩქაროთ მისი გადაგდება. დაამატეთ ცოტაოდენი CC-კრემი ან ნებისმიერი სხვა დამატენიანებელი კრემი.
8. სახეზე თმის მოშორება
დაგჭირდებათ: 2 ს.კ. თაფლი, 2 ს.კ. ლიმონის წვენი და 2 ს.კ. შვრიის ფანტელი. მსხვილად დაფქულ შვრიის ფანტელს დაუმატეთ ლიმონის წვენი და თაფლი, კარგად მოურიეთ.
მიღებული მასა წაისვით იმ ადგილებზე, სადაც თმის მოშორება გსურთ. გაიჩერეთ 1 5 წუთით. პროცედურის დასრულებისას ჩამოიბანეთ მასა თბილი წყლით. მეტი ეფექტის მისაღებად გაიმეორეთ პროცედურა კვირაში 2-3-ჯერ. დაახლოებით 1 თვეში არასასურველი თმა გაქრება.
9. მდგრადი პომადა
პომადის წასმამდე გაიკეთეთ ტუჩების მსუბუქი მასაჟი: კბილის ჯაგრისისა და ვაზელინის მეშვეობით. შემდეგ წაისვით კონტური და პომადა.
დაიდეთ ტუჩებზე სველი ხელსახოცი და ზედაპირზე გარედან ფართო ფუნჯით წაისვით პუდრი.