კომბოსტო - უამრავი კერძის შეუცვლელი ინგრედიენტი, ასევე, სამკურნალო თვისებების მქონე ფასდაუდებელი ბოსტნეულია. ჩვენი ბებიები კომბოსტოს ფურცლებს სამკურნალო მიზნით ხშირად იყენებდნენ. გავიხსენოთ წინაპრების გამოცდილება და გამოვიყენოთ ამ პროდუქტის პოტენციალი სრულად.
კომბოსტოს ფურცლები
გამოყენების წინ კომბოსტოს ფურცლები უნდა დავმდუღროთ და კარგად გავამშრალოთ. თუ ალერგიისადმი გაქვთ მიდრეკილება, უმჯობესია, მსგავსი მკურნალობისგან თავი შეიკავოთ.
ტრავმები და სილურჯეები
ტრავმირებულ ადგილას დაიდეთ კომბოსტოს ფურცელი და შეიხვიეთ მარლით. გაიჩერეთ მთელი ღამის განმავლობაში. დილისთვის, შეშუპება გაივლის და ტკივილიც გაგიყუჩდებათ. თუ ამ მეთოდმა არ გიშველათ, მიმართეთ ტრავმატოლოგს, რათა სერიოზული დაზიანების ალბათობა გამოირიცხოს.
მწერების ნაკბენი
კომბოსტოს ფურცელი ამსუბუქებს მწერების ნაკბენით გამოწვეულ ტკივილს. მაგნიტის მსგავსად, იგი მიიზიდავს წვასა და ტკივილს დასიებული ადგილიდან.
თავის ტკივილი
კომბოსტოს ფურცელს ასევე შეუძლია თავის ტკივილის მოხსნა და სიცხის დაწევა. საფეთქელზე დაიდეთ თითო ფურცელი და შემოიხვიეთ თავზე პირსახოცი.
ტკივილი გულმკერდის არეში
ლაქტაციისა და ძუძუთი კვების დროს ქალებს ხშირად აწუხებთ ტკივილი გულ-მკერდის არეში. ამ შემთხვევაშიც, ხალხური მედიცინა დაგეხმარებათ. სამკურნალო კომპრესისთვის გამოიყენეთ კომბოსტოს დიდი ფურცლები.
ასევე, ამ მეთოდის გამოყენება შესაძლებელია მასტოპათიისა და მენსტრუაციისას მკერდის ტკივილის დროს.