წონის დაკლების პროცესში ორგანიზმის მთელი სისტემაა ჩართული.
ის მუდამ დაკავშირებულია კვების, დღის განრიგის, ცხოვრებისეული წესის ცვლასთან. სასურველი სხეულის მისაღწევად, ზოგიერთს ნებისყოფა არ ჰყოფნის და სირთულეს ვერ უმკლავდება. შედეგად, გახდომის შემდეგ წონა ბრუნდება. ჩვენ გთავაზობთ წონის შესანარჩუნებელ/დასაკლებ სმუზის შვიდ რეცეპტს. ცხიმმწველი პროდუქტების წყალობით (ჯანჯაფილის ფესვი, სელის თესლი, ნიახური, გრეიპფრუტი, დარიჩინი), უმჯობესდება ნივთიერებათა ცვლა და მადაც ქვეითდება.
1. მსხალი და ბანანი
2-2 ცალი კანგაცლილი ხილი დააბლენდერეთ, დაუმატეთ 400 მლ კეფირი, 20 გრამი თხილი, დანის წვერით დარიჩინი და 4 სადილის კოვზი დაფქული სელის თესლი.
2. ვაშლი და კვერცხი
1/2 ჭიქა თხილი, ნედლი პიტნის 2 ღერი, 2-2 ცალი კიტრი და ვაშლი, 4 ღერი ნიახური, 2-3 ს/კ ლიმონის წვენი და 2 ჭიქა წყალი. ინგრედიენტები დააბლენდერეთ.
3. ფორთოხალი და ბანანი
არომატული სმუზი: 2 ჭიქა წყალი, 2-2 ცალი ბანანი და ფორთოხალი, 1 ჭიქა, დანის წვერით დაფქული ჯანჯაფილის ფესვი, ამდენივე დარიჩინი, 50 გრამი ნუში. ინგრედიენტები დააბლენდერეთ.
4. გრეიპფრუტი და ფორთოხალი
მულტივიტამინების სმუზი: 2-2 ცალი გრეიპფრუტისა და ფორთოხლის ლებნები დააბლენდერეთ. დაუმატეთ 2 ჭიქა წყალი.
5. ვაშლი და ნიახური
2 ცალი ვაშლი, 4 ღერი ნიახური, 2 ჭიქა წყალი, 4 ს/კ დაფქული სელის თესლი, დანის წვერით ჯანჯაფილი. ინგრედიენტები დააბლენდერეთ.
6. მოცვი და ანანასი
სმუზი გურმანებისთვის: 2 ჭიქა მოცვი, 100 გრამი ანანასი, 400 მლ კეფირი, 30 გრამი ნუში. ინგრედიენტები დააბლენდერეთ.
7. ატამი და რძე
200 გრამ დაბლენდერებულ ატამს 2 ჭიქა რძე დაუმატეთ, რათა ყველაზე ნაზი სმუზი მიიღოთ.
სმუზი - ეს არის სასმელი, როცა დაკლების შემდეგ წონის შენარჩუნება გსურთ. შეგიძლიათ ამ გემრიელი სასმლით განტვირთვის დღეები მოიწყოთ და დიდი ხნის განმავლობაში შეინარჩუნოთ ფორმა.