მუცლიდან ცხიმის მოსაშორებლად პრესის გაკეთება საჭირო არაა.
მთავარია, სწორად იკვებოთ. წონის მატება ჯანმრთელობას უქმნის საფრთხეს. იწვევს გულის დაავადებას, დიაბეტს. ზედმეტი წონისგან რომ გათავისუფლდეთ, 10 მარტივ მეთოდს გთავაზობთ.
პირველი ასეთი სასარგებლო კოქტეილია ნივრით, ლიმონის წვენითა და თბილი წყლით. ნიორი კანქვეშა ცხიმს და ქოლესტერინს ებრძვის.
ლიმონის წვენი თბილი წყლით - აუმჯობესებს საკვების მონელებას. შეგიძლიათ თაფლიც დაუმატოთ.
ყაბაყი - მუცლიდან ცხიმის მოშორებასა და ტოქსინების გამოდევნაში დაგეხმარებათ. ჩართეთ ყოველდღიურ რაციონში.
მწვანე ჩაი - ანტიოქსიდანტებითაა მდიდარი. დაუმატეთ მასში ლიმონის წვენი და ორმაგ სარგებელს მიიღებთ.
ვაშლის ძმარი - არეგულირებს სისხლში შაქრის დონეს. გამოიყენეთ სალათებში, თუ მუცელზე ცხიმის შემცირება გსურთ.
დარიჩინის, თაფლისა და წყლის კოქტეილი - ებრძვის ცხიმს მუცელზე.
საზამთრო - მდიდარია ვიტამინებით და ღარიბია კალორიებით. ავსებს კუჭს და ჭამას ვეღარ შეძლებთ. გარდა ამისა, მდიდარია "ცე" ვიტამინით, რომელიც აუმჯობესებს ჯანმრთელობას, კანის მდგომარეობას.
კაკალი ქინძი - ორგანიზმიდან გამოაქვს ზედმეტი ცხიმი, სითხე, რაც მუცლის შებერილობას იწვევს.
წყლის, კიტრის, ჯანჯაფილის, ლიმონისა და პიტნის კოქტეილი - საუკეთესოა ცხიმის წვისთვის.
ნუში - მდიდარია ანტიოქსიდანტებით; არის უჯრედისის წყარო. მიირთვით უზმოზე 6-8 ცალი და დააყოლეთ წყალი.