სამწუხაროდ, რა დროც არ უნდა დავუთმოთ სხეულის ჰიგიენას, მაინც რჩება ადგილები, რომლებიც იდეალურად არ გასუფთავდება.
შედეგად, ჩვენი სხეული სხვადასხვა ბაქტერიების ბუდედ იქცევა. ის ადამიანებიც კი, ვინც დღეში 2-3-ჯერ იღებენ შხაპს, უყურადღებოდ ტოვებენ სხეულის ერთ მნიშვნელოვან ნაწილს.
დღეს ჩვენ ჭიპზე ვისაუბრებთ. მეცნიერების აზრით, ადამიანის სხეულის სწორედ ეს ნაწილი გახლავთ ყველაზე ჭუჭყიანი. მასში კანის მკვდარი უჯრედები, საპნის ნარჩენები და ათასი ბაქტერია გროვდება.
სხეულის კანის მოვლა
ინფექციების წარმოშობას თავი რომ ავარიდოთ, ჭიპს განსაკუთრებული მოვლა სჭირდება. ყოველი შხაპის მიღების წინ გაისუფთავეთ ეს ნაწილი სპირტში დასველებული ბამბის ტამპონით.
შხაპის მიღებისას, დაასველეთ ბამბის ტამპონი შხაპის გელით და კიდევ ერთხელ მოუსვით ჭიპზე. პროცედურის დასასრულს, კარგად დაიბანეთ გელის ნარჩენები და ბამბის პირსახოცით გაიმშრალეთ.