5 საოცარი მეთოდი მარილის გამოყენებით
გინდათ მუდამ იდეალურად გამოიყურებოდეთ? შეიძინეთ მარილი, ჩვეულებრივი. მისი ჯადოსნური თვისებების შესახებ ბევრმა არ იცის.
1. მარილი თმისთვის
თუ თმა სწრაფად გიცხიმიანდებათ, მარილი ჩვეულებრივ შამპუნში დაუმატეთ, რომლითაც თავს იბანთ.
თუ გსურთ, თმას მოცულობა შემატოთ, ერთ ჯერზე გამოსაყენებელი კონდიციონერი წყლის აბაზანაზე შეათბეთ, მარილი დაუმატეთ და დაიმუშავეთ თმა ძირიდან ბოლომდე. გაიჩერეთ 20 წუთი და ჩამოიბანეთ. თმას მოცულობაც მოემატება და ბოლოჭამიებისგანაც გათავისუფლდებით.
2. სახის მოსავლელად
მარილი თხევად საპონში ან სახის გამწმენდ ლოსიონში, კრემში შეურიეთ და აკურატულად შეიზილეთ სახის კანში. ჩამოიბანეთ თბილი წყლით. მარილი მოგაშორებთ მკვდარ უჯრედებს და ტენიანობას შეუნარჩუნებს კანს.
3. ფეხების მოსავლელად
თუ მთელი დღე ფეხზე დგომა მოგიწიათ და გსურთ, დაღლილობა და ტკივილი მოიშოროთ, ზეითუნის ზეთს შეურიეთ მარილი და შეიზილეთ ტერფებში. მოგეხსნებათ დაღლილობა და მშრალი კანი დაგირბილდებათ. შეგიძლიათ არომატული ზეთიც დაუმატოთ.
4. დაბეჟილობის სამკურნალოდ
ჩალურჯებები სხეულზე უშნოდ გამოიყურება. მათ მოსაშორებლად 2 სადილის კოვზი მარილი წყალში გახსენით და მტკივან ადგილზე დაიდეთ.
5. თავის ტკივილის მოსახსნელად
თუ სამუშაო დღის ბოლოს ან ამინდის ცვალებადობის გამო თავის ტკივილი დაგეწყოთ, მარილიანი აბაზანა მიიღეთ. მარილი მოგიდუნებთ კუნთებს და მოგიხსნით დაძაბულობას სხეულში, რაც თავის ტკივილსაც შველის.