მრგვალი - გასასწორებლად, ფართო - მოცულობისთვის, იშვიათი კბილებით - თხელი თმისთვის, სწორია? - სულაც არა!
1. თხელი და სწორი თმისთვის
კლასიკური სავარცხელი გჭირდება! ის ნაზად დავარცხნის თმას, არ შეამცირებს მოცულობას და არ დააზიანებს თმას.
ლაიფჰაკი: თმის ვარცხნა ყოველთვის ბოლოებიდან დაიწყე და ნელ-ნელა ადი ძირებამდე.
2. სქელი თმა
თუ თმის გაშრობას დიდხანს უნდები, გამოიყენე ნახვრეტებიანი სავარცხელი. ის ფენის ცხელ ჰაერს გაატარებს და დიდხანს გაშრობისგან თმა არ დაიწვება.
3. დაუმორჩილებელი თმისთვის
მრგვალი სავარცხელი ბუნებრივი ჯაგრისით იდეალურია ურჩი თმის დასავარცხნად.
4. ხვეული თმის გასასწორებლად
დიდი მრგვალი სავარცხელი სქელი ჯაგრისით იდეალურია ბრაშინგისთვის. ყველაზე მდგრად კუკულებსაც გაასწორებს.
5. თხელი თმის დასახვევად
მეტალის მრგვალი სავარცხელი ნახვრეტებით და სინთეტიკური ჯაგრისით დაგეხმარება ლამაზი ხვეულების მისაღებად.
6. ცოტა თმისთვის
ეს სავარცხელი მოცულობას მოგანიჭებთ.
7. დაზიანებული თმისთვის
თუ თმა გცვივათ, ხის სავარცხელი იხმარეთ, დაშორებული კბილებით.
8. თუ თმა დაელექტროებულია და იბურდება
გამოიყენეთ პლასტმასის ჯაგრისი-სავარცხელი.