ჩამოშვებული მკერდი გარდაუვალი პრობლემაა, რომელიც ადრე თუ გვიან ნებისმიერ ქალს ეხება. ჩვენი ამოცანა მდგომარეობს იმაში, რომ რაც შეიძლება დიდხანს შევინარჩუნოთ მკერდის სიმკვრივე. კვლევების თანახმად, მკერდის კანი 2-3 წლით სწრაფად ბერდება, ვიდრე სხეულის სხვა ნაწილების. როგორ შევინარჩუნოთ მკერდის მკვრივი ფორმა?
6 თვეში ერთხელ ეცადეთ ესტუმროთ მამოლოგს, ასევე გათავისუფლდეთ მავნე ჩვევებისგან.
მოწევა
სიგარეტში შემავალი ტოქსინები ნეგატიურად აისახება კუნთის ბოჭკოებზე. ეს მავნე ჩვევა იწვევს კუნთების ელასტიკურობის დაკარგვას. შედეგად კი ვიღებთ ჩამოშვებულ და დეფორმირებულ მკერდს.
მოხრილი მხრები
მოხრილი მხრები ასევე ზემოქმედებს მკერდის ფორმაზე და იწვევს დეფორმაციას.
ფიზიკური აქტივობის უქონლობა
ჩამოშვებული მკერდის კიდევ ერთი მიზეზი. მჯდომიარე სამსახური და პასიური დასვენება ადრე თუ გვიან შედეგს გამოიღებს. დაკავდით იოგითა და პილატესით, რათა სხეული მუდმივად ტონუსში გქონდეთ.
მკაცრი დიეტები
ვისაც მკერდის კარგი ფორმის შენარჩუნება სურს, უნდა ერიდონ მკაცრ დიეტებს. შიმშილობის დროს ხდება ცვლილებები, რომლებიც მხოლოდ წონაში კლებას არ უკავშირდება: კუნთები და კანიც დატვირთვას განიცდის და კარგავს ელასტიკურობას.
არასწორად შერჩეული ბიუსტჰალტერი
ბიუსტჰალტერი საგულდაგულოდ უნდა შეირჩეს. მჭიდრო ლიფი სისხლძარღვებს მიჭყლიტავს და სისხლის მიმოქცევას არღვევს. შედეგად კი ირღვევა სისხლის მიდინება და ახალი წარმონაქმნების წარმოშობა.
მზის სხივები
ულტრაიისფერი სხივების ზემოქმედება - კანის ნაადრევად დაბერების მიზეზია. ამიტომ ზღვაზე დასვენებისას, მზისგან დამცავი საშუალებების გამოყენება აუცილებელია.
ალკოჰოლი
ეს გახლავთ დიდი სტრესი ორგანიზმისთვის, განსაკუთრებით კი, ის აზიანებს კანს.
უნდა აღინიშნოს, რომ ჩამოთვლილი ჩვევები ყოველთვის როდია ჩამოშვებული მკერდის მიზეზი. ზუსტი მიზეზის დადგენაში დაგეხმარებათ გამოცდილი ექიმი-მამოლოგი.