უკვე გადაწყვიტეთ როგორი მაკიაჟით ხვდებით ახალ 2020 წელს?
მოდი ვნახოთ რა შეცდომები არ უნდა დაუშვათ, იმისთვის, რომ ნებისმიერი მამაკაცი მოხიბლოთ.
ჩვენ გვაქვს ინფორმაცია როგორი მაკიაჟი მოსწონთ მამაკაცებს დღესასწაულებზე და როგორი აღიზიანებთ.
მაშ ასე. ყურადღება მიაქციეთ დეტალებს, რომელსაც გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს. ეცადეთ, რომ სახე მეტისმეტად არ გიბზინავდეთ. გლუვი კანი მშვენიერია, თუმცა ბალანსი უნდა დაიცვათ, რადგან პრიალა სახე მამაკაცებს სულაც არ იზიდავთ.
სქლად დატანილი ტონალური კრემი თუ ბუნებრივი ეფექტი
მამაკაცებს არ მოსწონთ როცა ქალს ტონალური კრემი სქლად აქვს დატანილი სახეზე და ფიქრობენ, რომ უსიამოვნო შესახედია. საახალწლო მაკიაჟი ეცადეთ, რომ ბუნებრივთან მიახლოვებული იყოს. ტონალური არ უნდა იყოს თქვენი კანის ფერზე მუქი.
„smokey eyes” - პანდის მსგავსი თვალები
თუ გსურთ, რომ თვალშისაცემი იყოთ, არ არის აუცილებელი თვალები ბოლომდე ჩაიშავოთ და ამისთვის 1 საათი დაკარგოთ. ალტერნატივად შავი ლაინერით მსუბუქად მოხატულ თვალებს გთავაზობთ. ასე თქვენი თვალის ფერზე მეტად გამახვილდება ყურადღება, ვიდრე მაკიაჟის დეტალზე.
<script src="https://h5p.org/sites/all/modules/h5p/library/js/h5p-resizer.js"></script>
წარბების მოხატვა და წამწამები
წარბები- ეს ერთ-ერთი ყველაზე საკრალური თემაა, რადგან მამაკაცებისთვის სრულიად გაუგებარია, რატომ ვიცვლით წარბის ფორმას.
მათ მოსწონთ საშუალო სიგრძის, აკურატულად გამოყვანილი წარბები და არა არაბუნებრივად სქლად ან მუქად მოხატული.
ნუ იჩქარებთ ხელოვნური წამწამების დამაგრებას. ბუნებრივი და ლამაზი წამწამების მისაღებად საკმარისია კარგი ხარისხის ტუშს და წამწამების ასაპრეხის გამოყენება. შეგიძლიათ სპეციალური ჯაგრისიც გამოიყენოთ, რომლითაც წამწამებს დაივარცხნით.
თუმცა, თუ ძალიან გეჩქარებათ და დამატყვევებელი მზერა გსურთ რომ გქონდეთ, ბუნებრივთან მიახლოვებული ხელოვნური წამწამების გამოყენებაც არ იქნება ურიგო. გამოიყენეთ თვალის დასაწყისში თეთრი ტონები, წარბის ფერი კი თმის ფერის მიხედვით დააბალანსეთ. ყველაზე მისაღები, თმაზე ერთი ტონით ღია ფერია.
<script src="https://h5p.org/sites/all/modules/h5p/library/js/h5p-resizer.js"></script>
სახე სველი ეფექტით
მამაკაცებმა უბრალოდ არ იციან როგორ აკოცონ ასეთ გოგოს, ვისი ტუჩები და სახეც ძალიან ბზინავს. როგორც აღმოჩნდა ეშინიათ, რომ სახე და ტანსაცმელი დაესვრებათ.
როცა ვაჭარბებთ, ჩვენ ვერც კი ვხვდებით რამდენად საშიშად გამოვიყურებით.
თქვენი გადასაწყვეტია ახალი წლის ღამეს მათი დაფრთხობა და მიუწვდომლად დარჩენა გსურთ თუ არა.
წყარო: cosmo.ru