მოემზადო 5 წუთში, გაიკეთო ვარცხნილობა, რომელიც მთელი დღე გაგიძლებს; გააკეთო ეკონომია ძვირად ღირებულ საშუალებებზე - ჩვენ შევაგროვეთ 10 ეშმაკობა, რომელიც ცხოვრებას შეგიმსუბუქებს.
1. როგორ დავიკრათ დასაწებებელი წამწამები
სანამ დაიკრავ, რამდენიმე წუთით ტუშის ტუბს შემოახვიე. ასე წამწამები საჭირო ფორმას მიიღებს და მისი დაწებება გაცილებით გაგიადვილდება.
2. როგორ უნდა წაისვა სწორად ბრჭყვიალა ლაქი
ბრჭყვიალა ლაქი ბევრ ფენად უნდა წაისვა, რომ მაქსიმალურად ბრჭყვიალა ეფექტი მიიღო. გაცილებით ადვილი მეთოდი ნახე ვიდეოში. დაგჭირდება სპონჟი და ნუნების დამცავი საშუალება.
3. როგორ მოიშორო სწრაფად ბრჭყვიალა ლაქი
ბრჭყვიალა ლაქის მოშორება არ არის ადვილი. რომ არ იწვალო, მანიკიურის წასმამდე, თხელ ფენად წაისვი ფრჩხილზე წებო (ემულსია), დააცადე გაშრობა და ამის შემდეგ წაისვი მანიკიური.
4. როგორ უნდა დაიმაგრო სწორად თმის სარჭები
5. მოიშორე ზედმეტი ცხიმი სახის კანიდან
ზაფხულში კანი ადვილად ცხიმიანდება. არსებობს სახის გასაწმენდი ძვირად ღირებული ხელსახოცები, მაგრამ ცხიმს იდეალურად მოგაშორებთ ასევე უნიტაზზე დასაფენი ქაღალდიც.
6. როგორ უნდა მიანიჭო მოცულობა ტუჩებს
წაისვი პიტნის ზეთი ან ნებისმიერი ზეთი ტუჩებზე (იყიდება აფთიაქებში).
7. რითი ჩაანაცვლო მაკიაჟის მოსაშორებელი ძვირად ღირებული ხელსახოცი
მისი ჩანაცვლება შეგიძლია საბავშვო სველი ხელსახოცით, რომელიც გაცილებით იაფია.
8. როგორ უნდა გაიკეთო თანაბარი ისრები
9. როგორ უნდა შეინახო დასაკრობი წამწამები
10. როგორ უნდა წაისვა სწორად პომადა