https://advertlinege.adocean.pl/ad.xml?id=Cj9G3TPb4gzYSyBFQT.nseEoINF3iuN_PDxg6ksxW6z.F7
The Telegraph-ის მიერ გამოქვეყნებული ტოპ-50 სილამაზის რეცეპტი - Marao
The Telegraph-ის მიერ გამოქვეყნებული ტოპ-50 სილამაზის რეცეპტი
2020-06-16 11:09:39+04:00
კიტრის ნაჭრები დაიფინეთ თვალებზე იმისათვის, რომ დაღლილობა და შავი წრეები მოიშოროთ. ყოველდღიურად სვით 2 ლიტრი წყალი. იმისათვის, რომ სახეზე აკნეს გამონაყარი სწრაფად მოგირჩეთ, წაისვით კბილის პასტა. ჩაის პაკეტები კარგად ხსნის თვალების დაღლილობას და შეშუპებას. თუ თმის დაბანას სხვადასხვა მიზეზით ვერ ასწრებთ, დაიყარეთ თმაზე ტალკი და ასე დაივარცხნეთ. ის მოქმედებს, როგორც მშრალი შამპუნი. თუ თმის დაბანას სხვადასხვა მიზეზით ვერ ასწრებთ, დაიყარეთ თმაზე ტალკი და ასე დაივარცხნეთ. ის მოქმედებს, როგორც მშრალი შამპუნი. ფეხის ტერფების სირბილისთვის ძილის წინ წაისვით დამარბილებელი კრემი, ჩაიცვით წინდები და ასე დაიძინეთ. ღაწვებისთვის ბუნებრივი ვარდისფრის მისანიჭებლად საკმარისია, მსუბუქად დაიჩქმიტოთ ისინი. თუ გსურთ, რომ ფეხები სუფთად გაპარსული გქონდეთ და დიდხანს არ ამოგივიდეთ თმა, გაიპარსეთ თმის კონდიციონერით. სახლის პირობებში მელირების გაკეთება შესაძლებელია ლიმონის წვენით. რეკომენდებულია ბევრი რძის სმა (კონკრეტულად რისთვის, მითითებული არ არის, სავარაუდოდ, ძვლების ჯანმრთელობისთვის და ოსტეოპოროზის პროფილაქტიკისთვის.) კოღოს ნაკბენებისგან გამოწვეულ ქავილს დაგიამებთ კბილის პასტა. ფრჩხილის ლაქი უმჯობესია მაცივარში შეინახოთ. საჭმლის სოდა კბილებს ათეთრებს. წარბების გადასატკეცად შეგიძლიათ გამოიყენოთ ჩვეულებრივი ვაზელინი. ღაწვებზე ოდნავ წასმული ტუჩის საცხი სახეს ბუნებრივ ვარდისფერს მიანიჭებს. თმის შამპუნით დაბანის შემდეგ თავზე გადაივლეთ ძმარი. თმისთვის კარგი არომატის მისანიჭებლად, სავარცხელს სუნამო მიაპკურეთ და ასე დაივარცხნეთ. პედიკიური თევზებით (ბრიტანელების სილამაზის რეცეპტებში ამ პუნქტის აღმოჩენამ ცოტა გაგვაკვირვა. ეს პროცედურა ხომ დღეს არც ისე უსაფრთხოდ ითვლება). იმისათვის, რომ თვალის უპეებიდან შეშუპება მოიხსნათ, დაიდეთ ცივი (წინასწარ მაცივარში შედებული) კოვზი. თაფლი – ბუნებრივი და მარტივი ნიღაბია სახისთვის. მოტეხილი ფრჩხილის შერემონტება შეგიძლიათ სუპერწებოთი. ნუ მოიჭრით და ნუ მოიმტვრევთ მას. სახე დაიბანეთ ქორფა მწვანილის ნაყენგარეული წყლით. დახვეულ თმას უფრო ეფექტურ იერს მიანიჭებს ვაზელინი. წამწამების ასახვევად გამოყენების წინ წინასწარ გააცხელეთ წამწამის ასახვევი მაშა – ასე ახვეული წამწამები დიდხანს გაძლებს. იმისათვის, რომ თავიდან ავიცილოთ ნაოჭები, იძინეთ ზურგზე. თხევად საპონში შეურიეთ შაქრის ფხვნილი და მიიღებთ ხელების ბუნებრივ სკრაბს. დაბანილ თმაზე გადაივლეთ ლუდი. თმის გასწორება შეგიძლიათ თბილი უთოთი (ეს პუნქტიც უცნაურია, რადგან საკმაოდ საფრთხილო მეთოდია). ლიმონის წვენი გამოიყენეთ გაყვითლებული ფრჩხილების გასათეთრებლად. პომადა, თვალისა და ტუჩის ფანქრები შეინახეთ მაცივარში. რძე კარგად არბილებს კანს. ამიტომაც დაუმატეთ ის წყალს აბაზანის მიღებისას ან წაისვით პირდაპირ კანზე. იმისათვის, რომ თმას მეტი სიბზინვარე მიანიჭოთ, წაისვით დასაბან თმაზე ათქვეფილი კვერცხი, გაიჩერეთ რამდენიმე წუთი და ჩამოიბანეთ გრილი წყლით. იმისათვის, რომ ხელისგულებიდან მოიშოროთ ავტორუჯის კვალი, დაიბანეთ ხელები კბილის მათეთრებელი პასტით. ერთი წვეთი შრატი დაუმატეთ ტონალურ კრემს და თქვენი კანი იბრწყინებს. სახის მასაჟი ყინულის კუბებით თავიდან აგაცილებთ ნაოჭებსა და აკნეს გამონაყარს. ცივ რეჟიმზე ჩართული ფენი მიუშვირეთ ტუშწასმულ წამწამებს და ისინი უცებ გაშრება. იძინეთ აბრეშუმის თეთრეულში და თავიდან აიცილებთ ნაოჭებს. ახალშეღებილ თმაში შეიზილეთ ტომატის კეტჩუპი - ფერი უფრო მკვეთრი იქნება და დიდხანს შეგინარჩუნდებათ. თმის ყველაზე ეფექტური დამარბილებელი ნიღაბია – გოგრა + ქოქოსის ზეთი. ყავის ნალექის სკრაბი საუკეთესოა სხეულის კანისთვის და ცელულიტის მოსაშორებლად. სხეულის კანის ნიღაბი-სკრაბია ავოკადოს გაქნილი რბილობი. მკერდის სიმკვრივისა და გაზრდისთვის კარგია ცივი წყლის გადავლება. კანის სიწითლეს მოგაშორებთ ანტიჰისტამინური საშუალებები. ჭორფლის მოსაშორებლად სახეზე დაიდეთ გაჭყლეტილი ქორფა მარწყვი. შტოშის წვენი თმას ბზინვარებას ანიჭებს და ფერს უფრო ხასხასას ხდის. იმისათვის, რომ მბზინავმა საცხმა მოცულობა მიანიჭოს ტუჩებს, დაუმატეთ მასში რამდენიმე წვეთი მენთოლის ზეთი. სახლის პირობებში სახეზე თმის გაქერავება შეგიძლიათ შემდეგი ნაერთით: ლუდის საფუარი + წყალი. smokye eyes-ის გაკეთება შეგიძლიათ ჩვეულებრივი ნახშირით (ნუთუ დიდ ბრიტანეთში ჯერ კიდევ ნახშირით ათბობენ სახლებს?) დაყენებული თმის ფორმის დასაფიქსირებლად და შესანარჩუნებლად სპრეის მეშვეობით შეისხურეთ ჩვეულებრივი ლიმონათი. ეს ერთგვარი თმის ლაქია. ფურისულას წვეთები სახეზე გამონაყარს მოგირჩენთ.