გაიკეთეთ ნიღაბი 1 თვის მანძილზე კვირაში ერთხელ და თმა 15 სმ-ით მოიმატებს სიგრძეში.
ყურადღება! ნიღაბი ცოტათი აშრობს თმას. ამიტომ იდეალურია ცხიმიანი თმის მფლობელებისთვის.
თუმცა ეს იმას არ ნიშნავს, რომ მშრალთმიანებს არ მოუხდებათ. მთავარია, დაიცვათ პროპორციები.
ნიღაბის რეცეპტი საკმაოდ მარტივია. მისი მთავარი კომპონენტი მდოგვია. მისი წყალობით თმის ძირები სისხლით მარაგდება და თავის კანი "ხურდება".
დაგჭირდებათ: 2 სადილის კოვზი მდოგვის მშრალი ფხვნილი, რომელსაც ორ სადილის კოვზ ადუღებულ წყალში გახსნით; დაუმატებთ ორ ცალ კვერცხის გულს, 2 სადილის კოვზ ზეითუნის (აბუსალათინის ან სხვა კოსმეტიკურ ზეთს) და 2 ჩაის კოვზ შაქარს. კომპონენტები ერთმანეთში აურიეთ და თმის კანში შეიზილეთ (ისე, თითქოს თმის ძირებს იღებავთ).
ეცადეთ, თმის ბოლოებზე ნიღაბი არ მოიხვედროთ. უკეთესი ეფექტისთვის, თმის ძირებზე რომელიმე კოსმეტიკური ზეთი შეიზილეთ. როცა ნიღაბს ბოლომდე შეიზელთ, თავზე ჯერ პოლიეთილენის პაკეტი შემოიხვიეთ, შემდეგ კი თბილი ქუდი დაიხურეთ და 15 წუთიდან 1 საათამდე გაიჩერეთ. გააჩნია, როგორ გაუძლებთ. დროის გასვლის შემდეგ ნიღაბი ჯერ თბილი წყლით ჩამოიბანეთ და შემდეგ შამპუნით.
გახსოვდეთ, პირველად 15 წუთს აუცილებლად უნდა გაუძლოთ. იმ შემთხვევაში კი, თუ მოგეჩვენებათ, რომ თავზე "ატომური ბომბი აგიფეთქდათ", სასურველია, თმის ნიღაბი კვირაში ერთხელ გაიკეთოთ, 1 თვის მანძილზე.
თმის გაზრდის გარდა, ამ ნიღბის უნიკალურობა იმაშიც მდგომარეობს, რომ იგი ამაგრებს თმის ძირებს (თმა აღარ დაგცვივდებათ), ახშირებს მას და ბზინვარებას ანიჭებს. ამასთანავე, აშრობს თმას და ცხიმიანი, "ჭუჭყიანი თმის ეფექტიც" აღარ გექნებათ. სასურველია, თმის მშრალ ან შეღებილ ძირებზე შეიზილოთ ზეთი.
ეს თმის ნიღაბი მამაკაცებისთვისაც სასარგებლოა, განსაკუთრებით მათთვის, ვისაც თმის ცვენა აწუხებს და სიმელოტე "ემტერება".