გოგონებო, ქალბატონებო, ეს მართლაც აღმოჩენაა! მხოლოდ 15 წუთი და თქვენი სახის კანი უნაკლო იქნება.
ნიკაპისა და ცხვირის ზონისთვის თქვენ დაგჭირდებათ:
0,5 ჩაის კოვზი ჟელატინი;
1 ჩაის კოვზი რძე (წყალი)
0,5 აბი აქტივირებული ნახშირი;
უხეში ფუნჯი.
ნახშირის აბი დაფშვენით, შეურიეთ ჟელატინში და დაუმატეთ რძე (წყალი). კარგად აურიეთ (არც ერთი კომპონონენტი არ გაიხსნება და არც არის საჭირო), შემდეგ შედგით მიკროტალღურ ღუმელში 15 წამით. გამოიღეთ, შეაგრილეთ იქამდე, რომ ხელი არ გეწვებოდეთ (ოდნავ უნდა იკბინებოდეს). კარგი იქნება, თუ ნიღაბს ცხელი აბაზანის მიღების შემდეგ გაიკეთებთ.
ჯერ უხეში ფუნჯით შეიზილეთ ნიღაბი კანში, რომ კარგად ჩავიდეს ფორებში, შემდეგ კი თხელ ფენად გადაისვით ზემოდან.
დაელოდეთ, სანამ ბოლომდე გაშრება ნიღაბი (10-15 წუთი) და აიძრეთ (შეეცადეთ, ერთიანად), როგორც აპკი სახიდან. ბოლოს კი წაისვით დამატენიანებელი კრემი.
შედეგი, როგორც იტყვიან, სახეზე იქნება.