ჩაიხედეთ სარკეში, რას ხედავთ? ფერმკრთალ კანს, თმის ცვენას, მტვრევად ფრჩხილებს, შეშუპებას, ჩამქრალ თვალებს, დაღლილობას, მუდმივად გეძინებათ, მოდუნებული ხართ?
- თუ ეს სიმპტომები აღგენიშნებათ, ორგანიზმი იოდის ნაკლებობას განიცდის. როცა იოდი ნორმაშია, ქალს თვალები უბრწყინავს, ფრენა უნდება. მისი ნაკლებობა კი მარტო ფარისებრი ჯირკვლის ფუნქციონერებაზე კი არა, გარეგნობაზეც ახდენს გავლენას.
იოდს უმატებენ მარილში, მშრალ საუზმეებში, ბავშვთა კვებაში, მაგრამ ეს საკმარისი არაა. ჩავატაროთ ცდა. საღამოს, ძილის წინ მარჯვენა მხარზე, შიდა მხრიდან იოდის სამი ზოლი წაისვით. პირველი ყველაზე მუქი უნდა იყოს, მეორე - საშუალო, მესამე სუსტი. დილით შეხედეთ, რომელი ფერი შეიწოვა თქვენმა ორგანიზმმა?
თუ ყველაზე სუსტი, ორგანიზმს იოდის ნაკლებობა აქვს და პროფილაქტიკის მიზნით შემოდგომა-ზამთრის პერიოდში განსაკუთრებული კვება მოგიწევთ.
თუ არც სუსტი ზოლი გაქვთ და შუა ზოლიც შეიწოვა, - ორგანიზმი იოდს საჭიროებს.
ხოლო, თუ სამივე ზოლი გამქრალია - განგაშის ზარი უნდა შემოჰკრათ.
იმ შემთხვევაში, თუ სამივე ზოლი უცვლელად დაგხვდათ, ძალიან ნუ გაგიხარდებათ. შეიძლება ფარისებრი ჯირკვალი უკვე იმ მდგომარეობაშია, რომ ნორმალურად ფუნქციონირება აღარ შეუძლია და მისი დაქოქვაა გმართებთ. მაგრამ არა თვითნებურად, აუცილებლად გაიარეთ კონსულტაცია ექიმთან და მისი მითითებებით იხელმძღვანელეთ.
ახლა კი იოდის რამდენიმე მარტივი ხალხური რეცეპტი:
1. გინეკოლოგიური დაავადებების, ანთებების დროს მუცლზე (ქვედა მხარეს), 3-5 საღამოს განმავლობაში, გაიკეთეთ იოდის ბადე.
2. მყესების დაჭიმვისა და დაჟეჟილობის დროს რამდენიმე დღის განმავლობაში, მტკივან ადგილზე გაიკეთეთ იოდის ბადე.
3. გაცივებისას სასარგებლოა იოდის ინჰალაცია (თუ იოდზე ალერგია არ გაქვთ) - გახსენით იოდის ფლაკონი და ორივე ნესტოთი რამდენჯერმე შეისუნთქეთ, დღეში 4-5-ჯერ.
4. წელის ტკივილის დროს ერთმანეთში შეურიეთ 1 ჩაის კოვზი იოდი და 1 ჩაის კოვზი ლიმონის წვენი. დაასველეთ მასში ბამბის დისკი და წაისვით მთელ ზურგზე. 3-4 საათის შემდეგ ახლობელს სთხოვეთ ზურგი დაგითვალიეროთ. ის ადგილი, სადაც იოდი გაუფერულდა, პრობელემურია. ამიტომ, მისი დამუშავება იოდისა და ლიმონის წვენით ყოველდღე მოგიწევთ, სანამ ტკივილი არ გაგივლით.
5. თეთრი იოდის მისაღებად ჩვეულებრივი იოდის ფლაკონში ასპირინის რამდენიმე აბი ჩაურიეთ. თეთრი იოდი მათვისაა, ვისაც იოდის ბადის გაკეთებისას სხეულზე ჟღალი ფერი აღიზიანებს.
გახსოვდეთ, იოდის ბადე კეთდება ღამე, ძილის წინ, ხოლო თუ მის გაკეთებას დღისით აპირებთ, მოერიდეთ ქუჩაში გასვლასა და ორპირ ქარს.