1. ზაფხულში ფრთხილად უნდა იყოთ იმ ნიღბების გაკეთებისას, რომლებშიც შედის: ლიმონი, კიტრი, მარწყვი და სხვა მჟავების შემცველი პროდუქტები.
ისინი ათეთრებენ კანს და მათი შემადგენლობით ნიღბების გაკეთების შემდეგ 1-2 დღე რუჯის მიღება არ შეიძლება, რადგან შესაძლოა, კანზე გაჩნდეს პიგმენტური ლაქები.
2. პილინგები და კანის გამათეთრებელი პროცედურები წელიწადის ცხელ დროს რეკომენდებული არ არის. საქმე ისაა, რომ ულტრაიისფერი სხივები ახალგაზრდა დერმას სწრაფად აზიანებს და მზეზე გასვლამ, გაახლებული კანით, დიდი შანსია, გააჩინოს პიგმენტური ლაქები.
3. უარი თქვით სახის ღრმა წმენდაზეც, რადგან ზაფხულში ფორები რთულად იკვრება და ღიად დარჩენილში კი ჩაჯდება ჭუჭყი და მტვერი, რომელიც ზაფხულში უფრო მრავლადაა. შემოიფარგლეთ გამწმენდი სკრაბებით.
4. ზაფხულში კატეგორიულად იკრძალება პაპილომების, ხალების, კერატომების და ე.წ. კაპილარული ვარსკვლავების მოცილება. მზის ზემოქმედებისას იმ ადგილას, სადაც ხალი გქონდათ, შესაძლოა, გაჩნდეს მდგრადი პიგმენტაცია და მასთან ერთად ახალი მოსაცილებელი პრობლემაც.
5. არ შეიძლება შუბლსა და სახეზე ოფლის ხელით გაწმენდა. ამის გაკეთება რეკომენდებულია მხოლოდ სველი ხელსახოცით.
6. არ არის რეკომენდებული "მძიმე" მაკიაჟის გაკეთება, რადგან სიცხეში მატულობს კანის შეღწევადობა და ჩვეულმა კოსმეტიკურმა საშუალებებმა შესაძლოა, გამოიწვიოს გაღიზიანება და ალერგიული რეაქციებიც კი.
7. გამორიცხეთ ისეთი კოსმეტიკური საშუალებები, რომლებიც სპირტს შეიცავს.
8. სიცხეში მინიმუმამდე დაიყვანეთ ცხელი პროცედურები – აბაზანა, საუნა, აბანო.