ყოველ დილით, უზმოზე სვით ეს უგემრიელესი მილქშეიქი და თმაც გამოგიცოცხლდებათ, ფრჩხილებიც გაგიმაგრდებათ და კანის მდგომარეობაც საგრძნობლად გაგიუმჯობესდებათ.
დაგჭირდებათ:
- 300 გრ რძე,
- 3 სუფრის კოვზი შვრიის ფანტელი,
- 1 ბანანი
- ერთი სუფრის კოვზი თაფლი.
მომზადების წესი:
თავდაპირველად შვრიის ფანტელს დაასხით 3-4 კოვზი რძე და დააბლენდერეთ, შემდეგ ჩაუმატეთ დაჭრილი ბანანი, თაფლი, დარჩენილი რძე და კარგად ათქვიფეთ.