თუ თმამ ბზინვარება დაკარგა, ფრჩხილები კი მტვრევადი გაგიხდათ, დროა, გემრიელი და რაც მთავარია, ვიტამინებით სავსე კოქტეილი მოამზადოთ.
ვიტამინებისა და ენერგეტიკული ღირებულების წყალობით, მას შეუძლია საუზმეც შეგიცვალოთ.
დაგჭირდებათ: 300 მლ რძე; 3 სადილის კოვზი შვრიის ფანტელი ("ჰერკულესი"); 1 ცალი ბანანი და 1 სადილის კოვზი თაფლი.
შვრიის ფანტელებს დაასხით იმდენი რძე, რომ ფანტელები კარგად დარბილდნენ და მასა მოცულობაში გაიზარდოს. დააბლენდერეთ, დაუმატეთ ბანანი, თაფლი, დარჩენილი რძე და ისევ დააბლენდერეთ.
ეს კოქტეილი 10-14 დღის განმავლობაში ყოველდღიურად უნდა მიირთვათ. შემდეგ შეისვენეთ და სურვილის მიხედვით ისევ გაიმეორეთ. იგი სასარგებლო და აუცილებელია განსაკუთრებით, ზამთრის პერიოდში.