რა თქმა უნდა, გამონაყარი სახეზე და მისგან დარჩენილი ნაწიბურები ყველაზე უსიამოვნოა და დიდ დისკომფორტს ქმნის, მაგრამ არსებობს საოცარი მეთოდი, რომელიც ამ პრობლემას უცებ მოგიგვარებთ, თანაც ისე, რომ კოსმეტოლოგთან წასვლა არ დაგჭირდებათ.
გამონაყარისგან დარჩენილი სიწითლეების გაუფერულება შეგიძლიათ ალოე ვერას წვენით. გამოწურეთ ალოეს ფოთლისგან წვენი და წაისვით სახეზე. გაიჩერეთ 30 წუთი და ჩამოიბანეთ თბილი წყლით.
სოდა – ასევე ძალიან კარგი საშუალებაა პატარ-პატარა ნაწიბურების გასაქრობად. უბრალოდ, დაამატეთ მწიკვ სოდაში ცოტაოდენი წყალი და წაისვით მიღებული ფაფა ჭრილობაზე. ოდნავ დაიმასაჟეთ და 3 წუთში ჩამოიბანეთ სახის დასაბანი გელით. ეფექტს მაშინვე შეამჩნევთ.
ლიმონი – ცნობილი მათეთრებელი საშუალება. გაიწმინდეთ ნაწიბურები და მთელი სახე ლიმონის წვენით, ისე, როგორც ტონიკით. პრობლემურ ადგილას ლიმონის წვენში დასველებული ბამბის ტამპონი დაიდეთ და გაიჩერეთ 15 წუთი. შემდეგ ჩამოიბანეთ. ერთ დღეში გაგიფერმკრთალდებათ ნაწიბურები და გამონაყარისგან დარჩენილი ლაქები.
პომიდორი – ბეტა-კაროტინის შეუცვლელი წყარო. დაჭერით პომიდორი თხელ ნაჭრებად ან დაჭყლიტეთ, დაიდეთ სახეზე 10 წუთი, შემდეგ ჩამოიბანეთ თბილი წყლით.
მას შემდეგ, რაც ნაწიბურებზე რომელიმე ზემოთ მოცემულ ნიღაბს გაიკეთებთ, კანი შესაძლოა, ცოტათი შეგიწითლდეთ. ნივთიერებებს, რომლებიც ამ ბუნებრივ საშუალებებში შედის, ამქერცლავი თვისება აქვს, კანიდან გარქოვანებულ ნაწილებს აცლის. ამიტომაც სახე შესაძლოა, თავდაპირველად ოდნავ შეგიწითლდეთ.
ამიტომაც ზემოთ ჩამოთვლილი პროცედურების გაკეთების შემდეგ მოამზადეთ დამამშვიდებელი ნიღაბი: ერთ სუფრის კოვზ თაფლს შეურიეთ ერთი კვერცხის გული. დაიდეთ ნიღაბი სახეზე 20 წუთით, შემდეგ ჩამოიბანეთ თბილი წყლით და წაისვით დამატენიანებელი კრემი.
თუკი პრობლემური კანი გაქვთ, ყურადღება მიაქციეთ ასევე კვების რაციონსაც. თქვენს მენიუში აუცილებლად უნდა შედიოდეს ის პროდუქტები, რომლებიც ვიტამინ E-ს შეიცავს: თხილი, შვრია, სოიო, მზესუმზირისა და ზეითუნის ზეთი, ავოკადო, ბანანი, ფორთოხალი.