ეს ხუმრობა არ არის! კრემი მართლაც 100 %-ით მუშაობს - კანი 2 კვირაში შესამჩნევად ახალგაზრდავდება!
შენიშვნა: რთულად შეიწოვება, საათზე მეტხანს, ამიტომაც დაძინებამდე 2 საათით ადრე წაისვით. პირველ შედეგს 3 დღეში ნახავთ. რეცეპტი ცოტა რთულია, მაგრამ მართლაც ჯადოსნური.
დაგჭირდებათ: კვერცხის გულის ნახევარი, 2 ჩაის კოვზი ნუშის ზეთი (შეგიძლიათ ჩაანაცვლოთ ზეითუნით), 1 ჩაის კოვზი ზღვის საკვები მარილი, 2 ჩაის კოვზი გვირილის ნახარში (1 სუფრის კოვზ გვირილას დაასხით 200 მლ წყალი და ადუღეთ 15-20 წუთი), 0,5 ჩაის კოვზი ნატურალური თაფლი, 2 ჩაის კოვზი კოსმეტიკური ვაზელინი (იყიდება აფთიაქში).
ყველა ინგრედიენტი ერთმანეთში კარგად აურიეთ, ერთგვაროვანი მასის მიღებამდე. შეინახეთ მაცივარში.
მსუბუქი მასაჟური მოძრაობებით წაისვით სახეზე. 30 წუთში კრემის ნარჩენები ჩამოიწმინდეთ მინერალურ წყალში დასველებული ბამბის ტამპონით.
სცადეთ, არ ინანებთ!