ეს მითი არ არის და გირჩევთ, არ დაიზაროთ და ყველამ სცადოთ. მით უმეტეს, რომ მისი გაკეთება ძალიან მარტივი და იაფია.
შემადგენლობა:
- ვიტამინი A ზეთოვანი - 20 წვეთი;
- ვიტამინი E ზეთოვანი - 15 წვეთი.
- 1 ჩაის კოვზი აბუსალათინის ზეთი.
ყველაფერი ერთმანეთში აურიეთ და წაისვით ყოველდღიურად (უფრო სწორად, ღამით) წამწამებზე 2 თვის განმავლობაში.
შეინახეთ მასა თავდახურულ, კარგად გარეცხილ ძველი ტუშის ქილაში. ამ ტუშისავე ფუნჯით წაისვით ზეთიც.