რა თქმა უნდა, მამაკაცებმა იციან, რომ ქალები ფეხებს ვიპარსავთ, ვიყენებთ ტამპონებს და ეს არ არის საიდუმლო, მაგრამ არის ზოგიერთი ქალური პროცედურა, რომლის შესახებაც სასურველია, თუ არაფერს გაიგებენ.
- არასოდეს!
ლაზერული ეპილაცია
ლაზერულ ეპილაციაში არაფერია შოკის მომგვრელი მამაკაცებისთვის, მაგრამ აჯობებს, თუ ერთ მომენტზე ვერაფერს გაიგებს. თუ თქვენ დიოდურ ეპილაციაზე მიდიხართ, რომელიც ყველაზე ეფექტურად და საიმედოდ ითვლება, გეცოდინებათ, რომ პროცედურის დროს ”გატრუსული ქათმის” უსიამოვნო სუნი გარდაუვალია.
პედიკიურის წინდები
პედიკიურის წინდა შესანიშნავი რამაა. იცვამ ძილის წინ და დილით - ვუალა! მკვდარი კანი თავისით გშორდება. მთავარია, ამის შესახებ მან არ გაიგოს...
სისხლიანი ნიღაბი
მადლობა კიმ კარდაშიანს ამ beauty-ლაიფჰაკისთვის. კანის გამაახალგაზრდავებელი პროცედურის - Vampire Facial-ის არსი იმაში მდგომარეობს, რომ პაციენტს უღებენ სისხლს, გამოყოფენ პლაზმას, ამდიდრებენ მას სასარგებლო ელემენტებით და... ისვამენ სახეზე! ეს სანახაობა სუსტი ნებისყოფის მამაკაცებისთვის ნამდვილად არ არის!
წებო მკერდისთვის
ქალები მკერდის ზომაზე რომ ”აფერისტობენ”, ეს ახალი ამბავი არაა. სილიკონიან ბიუსტჰალტერს მამაკაცები უკვე შეეჩვივნენ, მაგრამ წებო, რომელიც ძუძუებს დიდი ხნით აფიქსირებს ”საიმედო პოზიციაში”?
ლოკოკინას ლორწო
ახალგაზრდობის და სილამაზის გამო რას არ გააკეთებს ქალი. ლოკოკინას ლორწო კორეული კრემი-სასწაულია, მაგრამ აჯობებს, ამის შესახებ საყვარელ მამაკაცს არაფერი უთხრათ!