ყველაფერი იმაზე საინტერესოა, ვიდრე ერთი შეხედვით ჩანს.
1. გადადგა პირველი ნაბიჯი
ალბათ, გსმენიათ საკმაოდ გავრცელებული სტერეოტიპი იმაზე, რომ პირველი ნაბიჯი მამაკაცმა უნდა გადადგას. გარეთ 21-ე საუკუნეა და არა მე-19. ასე რომ, თუ პირველ ნაბიჯს გადადგამთ, მასზე საინტერესო შთაბეჭდილებას მოახდენთ. მამაკაცებს ძალიან მოსწონთ, როდესაც ქალი ღია ინტერესს იჩენს.
2. თვალებში ყურების შესაძლებლობა
თუ არ გაქვთ პრობლემა, ვინმემ თვალებში გიყუროთ, მაშინ ეცადეთ, მამაკაცს საუბრისას თვალი-თვალში გაუყაროთ. ეს უმაღლესი კოზირია ფლირტის ხელოვნებაში.
3. ვიდეოთამაშების სიყვარული
კი, სულ მცირე ინტერესი და ცოდნა ვიდეოთამაშების მიმართ და ის ნახევრად თქვენია. კაცების აზრით, ეს იმდენად იშვიათი თვისებაა ქალის მხრიდან, რომ ამის წარმოდგენაზე მომენტალურად იგზნება.
4. წითელი ფერის სიყვარული ტანისამოსში და არამარტო
დიახ, დიახ... წითელი ფერი...
ეს არის ძალიან თამამი და ძლიერი ფერი. ასევე აღიქვამენ კაცებიც. ალისფერი ტუჩსაცხი, მანიკიური, ფეხსაცმელი გულგრილს არ ტოვებს კაცს. მთავარია, არ გადააჭარბოთ და «სატახტო თამაშების» მილესანდრას არ დაემსგავსოთ.
5. მოულოდნელი კოცნა
იყავით მოულოდნელები და ექსცენტრიკულები. არც ერთი მამაკაცი არ არის წინააღმდეგი ქალის კოცნის. ნელი, ცეცხლოვანი და ვნებიანი კოცნა თქვენი ინიციატივით, ეს ნებისმიერი მამაკაცის ოცნებაა. ასე რომ, თუ პაემანზე მოულოდნელად მოგინდებათ გააოცოთ და გააოგნოთ, კოცნა თქვენი ინიციატივით ისაა, რაც მას არასდროს დაავიწყებს თქვენს თავს.
6. ნაზი შეხება
შეცდომაა იფიქროთ, რომ ნაზი შეხება და ჰაეროვანი ალერსი მხოლოდ ქალს სიამოვნებს. კაცებსაც სურთ სითბო და სინაზე. ნაზი კოცნა ყელზე, კისერში, შუბლზე. შეხება - ხანდახან ესეც საკმარისია, რომ მან ვერასდროს ამოგიგდოთ თავიდან.
7. სადილების კეთების ნიჭი
არავინ ამბობს, რომ მის მზარეულად უნდა გადაიქცეთ, თუმცა ხანდახან თუ სასიამოვნო სიურპრიზის სახით ვახშამს დაახვედრებთ, რომელსაც თქვენ მოუმზადებთ, ურიგო არ იქნება. გაიხსენეთ ცნობილი გამონათქვამი, რაზე გადის მამაკაცის გულამდე მისასვლელი გზა?
8. მისი აღგზნების შესაძლებლობა ერთი ტექსტური შეტყობინებით
ყოველდღიური ,,როგორ ხარ?“, „რას შვები?“. ადრე თუ გვიან რუტინად იქცევა, მაგრამ აი, სექსუალური შინაარსის მესიჯი, ტექსტი... ის მუდამ სტარტზე იქნება. ეცადეთ, თქვენი ცხოვრება მაქსიმალურიად შეავსოთ ბედნიერების განცდით.
თათა შენგელია
წყარო