არსებობს ფრაზები, რომლებიც იმაზე მნიშვნელოვანია, ვიდრე - «მე შენ მიყვარხარ»
«ჩვენ – ერთად»
იმისთვის, რომ ურთიერთობას ერქვას „ჯანსაღი“, წყვილი ერთმანეთს დიდ პატივს უნდა სცემდეს და უყვარდეს. ისინი დარწმუნებულები უნდა იყვნენ, რომ გვერდით ჰყავთ ის ადამიანი, ვისი იმედიც ნებისმიერ დროს ექნება; რომელიც მუდამ გაამხნევებს და გვერდში დაუდგება.
ჰარმონიული წყვილები ერთმანეთის ძლიერ მხარეებს იყენებენ, ერთი გუნდი ხდებიან, რათა გააუმჯობესონ თავიანთი ურთიერთობა.
«გახსოვს, როცა ჩვენ…»
ეს წინადადება უცნაურად და უცხოდ ჟღერს, მაგრამ ერთობლივი მოგონებები ძალიან ამყარებს ურთიერთობას, ხდის უფრო ბედნიერს. თქვენი საერთო ხუმრობები, ეს ყველაფერი მარტო სიტყვები კი არაა, არამედ ემოციებიცაა.
«შენ ხარ საოცარი»
აღიარება – ეს არის საკმაოდ ძლიერი იარაღი. ვის არ უყვარს, როდესაც გვეუბნებიან კომპლიმენტს და როდესაც ამას ამბობს შენი პარტნიორი, ეს უფრო მეტია, ვიდრე კომპლიმენტი.
«რითი შემიძლია დაგეხმარო?»
ყოველ ჩვენგანს სჭირდება დახმარება და როდესაც ჩვენ ვუწვდით ჩვენს პარტნიორს დახმარების ხელს, თუნდაც სიტყვიერად, მეორე ადამიანს ეს მატებს ძალას.
«მადლობა»
ამ უბრალო სიტყვას შეუძლია საოცრებების ჩადენა. სრულიად უცხო ადამიანისთვისაც კი მნიშვნელოვანია ეს სიტყვა.
«მე თავად შევძლებ»
მუდმივად ამხნევებდე და მხარში ეგდე პარტნიორს, ყველაფერში და ყველგან - შეუძლებელია. ხანდახან კიდევ ცოტა დამღლელიც შეიძლება იყოს. ამიტომ სასურველია, როდესაც ერთი დაიღლება, მეორესაც შეეძლოს მისი დახმარება, ჭურჭლის დარეცხვა იქნება ეს თუ სახლის დალაგება.
«კარგად გაატარე დრო!»
როგორ კარგადაც უნდა იყოთ ერთად, აუცილებელია პირადი სივრცე. მხოლოდ თქვენი მეგობრები, ჰობი.
ბედნიერების ფორმულა არ არსებობს, მაგრამ არსებობს სიტყვა, რომელიც აღნიშნავს ნამდვილ ნდობას და პატივისცემას: «კარგად გაატარე დრო!»
«მუდამ გვერდით მიგულე»
ხარისხი ნებისმიერი ურთიერთობისა ჩანს მაშინ, როდესაც მასში თავს იჩენს პატარა სირთულე. ასეთ დროს გვერდში დაუდგე მეორე ადამიანს, თუნდაც სიტყვიერად ან ემოციურად, ეს ძალიან ბევრს ნიშნავს.
«მე შენ მიყვარხარ»
უკომენტაროდ.
თათა შენგელია
წყარო