NBA-ს ორგზის ჩემპიონი ზაზა ფაჩულია მზრუნველი მამა და მეუღლეა.
ფაჩულია ამ ეტაპზე უორიორსის კონსულტანტია კალათბურთისა და ბიზნესის საკითხებში.
მისი მეუღლე უმშვენიერესი თიკა ალავიძეა. წყვილი რა ხანია ერთადაა და თავს ძალიან ბედნიერად გრძნობს.
ზაზას რჩეული, სუხიშვილების ყოფილი მოცეკვავეა.
ერთმანეთზე უზომოდ შეყვარებული წყვილის ოჯახი ბავშვების ჟრიამულითაა სავსე. მათ 4 შვილი ჰყავთ.
აი როგორ ეხმაურებიან "ინსტაგრამზე" გამომწერები ზაზას ოჯახს:
"ზე წყვილი... რაც მთავარია უმაგრესი ადამიანები რომლებიც მართლაც იმსახურებენ იმას რასაც მხოლოდ თავის შრომით მიაღწიეს! წარმატებები ახალი ცხოვრების გზაზე.. ვიცი ესეც აუცილებლად იქნება..!!", "ულამაზესი წყვილი ხართ, ვგიჟდები თქვენს ბავშვებზე", "ძალიან უხდებით"..
"ყველაფერს აქვს თავის დასაწყისი და დასასრული. შენთან ერთად მეც ვასრულებ “აქტიურ სპორტულ კარიერას”.
კითხვა მიჩნდება ჩემ თავთან, რას ვაკეთებთ ხვალიდან ?!
ვაკეთებთ იმას რაც ყველაზე კარგად გამოგვდის, ვიღებთ ახალ გამოწვევებს და ვიბრძვით ახალი სიმაღლეების დასაპყრობად, შენ და “ჩვენ” ყველანი ერთად, სხვანაირად არ წარმომიდგენია". ეს სიტყვები ლიკა ალავიძემ სექტემბერში დაწერა.
მან მეუღლეზე ერთ-ერთ ინტერვიუშიც ისაუბრა, რომლის ნაწყვეტის ნახვაც ახლა შეგიძლიათ:
გთავაზობთ ცოლ-ქმრის მიერ ბოლო პერიოდში გამოქვეყნებულ ფოტოებს: