რა რჩევა უნდა მოგვცეს ცოლს გაშორებულმა მამაკაცმა, იკითხავთ თქვენ? მაგრამ ჯერალდ როჯერსმა ბევრი სირთულე გაირა იქამდე, სანამ მიხვდებოდა, რომ ოჯახი ღირს ბრძოლად. აი, რა 20 რეკომენდაციას გვაძლევს მამაკაცი, რათა გადაარჩინოთ ოჯახი თქვენი ქორწინება.
არასოდეს მოადუნოთ ქალის მიმართ ყურადღება. არასოდეს მიიღოთ ცოლი, როგორც ვალდებულება. მაშინ, როცა ხელს სთხოვდით, თქვენ დადეთ პირობა, რომ მის გულს დაიცავდით. ეს ყველაზე მნიშვნელოვანი და წმინდაა, რომელიც თქვენ განდეს. მან თქვენ აგირჩიათ. არასოდეს დაივიწყოთ ეს და გახსოვდეთ, რომ სიყვარული ვერ იტანს სიზარმაცეს.
გაუფრთხილდით საკუთარ გულს. რუდუნებით დაიცავით საკუთარი სამყარო. გიყვარდეთ საკუთარი თავი, მთელი სამყარო, მაგრამ განსაკუთრებული ადგილი მიუჩინეთ იქ იმ ერთს, ვის ადგილასაც სხვა ვერავინ შეაღწევს.
შეიყვარეთ კიდევ და კიდევ. ყველაფერი იცვლება ამქვეყნად. თქვენ ის აღარ ხართ, რაც მაშინ, როცა ის-ის იყო იქორწინეთ. შეიცვლება ურთიერთის აღქმაც. მაგრამ ერთი რამ ყოველთვის გახსოვდეთ: ის არ არის ვალდებული, დარჩეს თქვენთან, თუ არ გაუფრთხილდებით, მას შეუძლია მისცეს გული სხვას და მაშინ აღარასდროს დაბრუნდება უკან. ამიტომაც კვლავ და კვლავ შეიყვარეთ ის... და ყოველთვის ისე, თითქოს პირველია.
შეეცადეთ, დაინახოთ მასში საუკეთესო. გააცნობიერეთ ის, რისთვის გიყვართ საკუთარი ცოლი. ის, რაზეც ჩვენი ყურადღების კონცენტრაციას ვახდენთ, ზრდისკენ მიდრეკილია. თუ შეცდომებზე ხართ ჩაციკლული, მათ ყველგან დაინახავთ. თუ გადაიტანთ ყურადღებას იმაზე, რაც მოგწონთ, რამდენიმე ხანში მიხვებით, რომ ცოლად მსოფლიოში საუკეთესო ქალი გყავთ.
ნუ შეეცდებით მის შეცვლას. თქვენი ვალია – გიყვარდეთ ეს ქალი ისეთად, როგორიც არის, ყველანაირი უკეთესობის მოლოდინის გარეშე.
აიღეთ პასუხისმგებლობა საკუთარ ემოციებზე. თქვენი ცოლი არ არის ვალდებული გაგხადოთ ბედნიერი, ისევე, როგორც მას არ შეუძლია, გაგხადოთ უბედური. თქვენ თავად ხართ პასუხისმგებელი საკუთარ კარგ განწყობაზე, და მაშინ ეს განწყობა თქვენ ურთიერთობაზეც აისახება.
არასოდეს დაადანაშაულოთ ცოლი იმაში, რომ ცუდ ხასიათზე ხართ. ეს ის არის, რაც თქვენს შიგნით ხდება, ეს თქვენი ემოციებია და მხოლოდ და მხოლოდ თქვენი პასუხისმგებლობა.
იყავით მის გვერდით ნებისმიერ დროს. როცა ქალი ნაწყენია, ნუ შეეცდებით ამის შეცვლას. თქვენი ვალია უბრალოდ მოეხვიოთ მას და მიახვედროთ, რომ ეს ნორმალურია. ქალი უნდა გრძნობდეს, რომ მისი გესმით, რომ ის ბევრს ნიშნავს თქვენთვის და რომ ის ხართ, ვისაც ყოველთვის და ყველაფერში დაეყრდნობა.
ნუ შეგეშინდებათ, გამოჩნდეთ სულელი. ნუ აღიქვამთ საკუთარ თავს ზედმეტი სერიოზულობით. იცინეთ. და აცინეთ საყვარელი ქალი. სიცილი ნებისმიერ სიტუაციას განტვირთავს.
აგრძნობინეთ თავი დედოფლად. ერთად შეისწავლეთ სიყვარულის ყველა ენა. სთხოვეთ საყვარელ ქალს ჩამოწეროს 10-პუნქტიანი სია, რომელშიც შევა ყველაფერი ის, რაც მას თავს საყვარელ და სასურველ ქალად აგრძნობინებს.
იყავით იქ და იმ დროს. დაუთმეთ თქვენს საყვარელ ქალის არა მხოლოდ დრო, არამედ თქვენი მთელი გონება და სული. ყველაფერი გააკეთეთ იმისთვის, რომ მასთან 100 %-ით იყოთ. მოექეცით მას ისე, როგორც ყველაზე ძვირფას კლიენტს.
მიიღეთ მისი სექსუალურობა. მიეცით საშუალება გაიხსნას, როგორც ქალი. დაე, იცოდეს, რომ შეუძლია გენდოთ მთელი არსებით.
ნუ შეგეშინდებათ შეცდომების. ოდესღაც ყველა ცდება, თქვენი საყვარელი ქალიც კი. შეცდით, მაგრამ ისწავლეთ ამ შეცდომებზე.
მიეცით მას სივრცე. ქალის თავგანწირვა შესაშურია. მაგრამ ხანდახან მათ უნდა შევახსენოთ, რომ საკუთარ თავზე ზრუნვაც აუცილებელია. ხანდახან ქალი უნდა ჩამოაგდოთ თქვენი ტოტიდან იმისათვის, რომ ფრენა ისწავლოს. და თუ მას ასეთ თავისუფლებას მისცემთ, ის დაბრუნდება, რათა მხოლოდ თქვენ გიგალობოთ.
იყავით დაუცველი. ნუ მოერიდებით საკუთარი შიშებისა და გრძნობების, შეცდომების მისთვის გაზიარებას.
იყავით გახსნილი. მთლიანად. თუ გსურთ, მისი ნდობის მოპოვება, პირველ რიგში თავად უნდა იყოთ გახსნილი. განსაკუთრებული სიმამაცე სჭირდება იმას, რომ მისცე ქალს საშუალება, უყვარდე მთლიანად, შენი ბნელი და ნათელი მხარეებით. ჩამოიხსენით ნიღაბი.
გაიზარდეთ და განვითარდით ერთად. დაგუბებულ წყალში ბევრი დაავადება ჩნდება, ხოლო ჩანჩქერი და სწრაფი მდინარე ყოველთვის საღია. როცა თქვენი კუნთები აღარ მუშაობს, ისინი ატროფირდება. იგივე ემართება ურთიერთობებსაც. მოძებნეთ საერთო მიზნები, ოცნებები და ერთად იარეთ მათი მიმართულებით.
ნუ ჩაიციკლებით ფულზე. ფული – ეს თამაშია. გააკეთეთ ისე, რომ ეს ჯგუფური თამაში იყოს, და თქვენ არ მოგიწევთ ერთმანეთთან ბრძოლა. ამ თამაშიდან გამარჯვებული ორივე გამოხვალთ.
ისწავლეთ პატიება. ნუ მისცემთ თქვენს წარსულს უფლებას მძევლად გაქციოთ. წარსული შეცდომები, არ აქვს მნიშვნელობა ვისი – თქვენი თუ თქვენი ცოლის, - მძიმე ღუზას გავს, რომელიც ყველანაირ მოქმედებას, წინსვლას დაამუხრუჭებს. პატიება – ეს თავისუფლებაა.
არჩევანი ყოველთვის სიყვარულზე გააკეთეთ. ბოლოს და ბოლოს, ეს ერთადერთი რჩევაა, რომელიც თქვენ მართლაც გჭირდებათ. თუ სიყვარული – ამოსავალი წერტილია, რომელზეც ნებისმიერი თქვენი გადაწყვეტილება შენდება, მაშინ თქვენს ურთიერთობას ვერაფერი დაუმუქრება. სიყვარული ყოველთვის იმარჯვებს.