წინდა-კოლჰოტი ყოველთვის საკამათო გადაწყვეტილებაა. ჯერ კიდევ კანისფერი კოლჰოტების განხილვაშია მოდის სამყარო და უკვე ახალი ტრენდი დაგვატყდა თავს. ჩვენ გადავხედეთ მოდის ბლოგერებს, თუ როგორ მოირგეს ახალი ტრენდი ყოველდღიურობაში.
უკვე მივეჩვიეთ იმ ფაქტს, რომ შავი წინდები ძველი აზროვნების გამო თეთრ ფეხსაცმელზე განსაკუთრებით მოვეტონად (უგემოვნოდ, მოდიდან ამოვარდნილად) ითვლება, მაგრამ როგორც ჩანს, ის დრო უკან მოვიტოვეთ და ბლოგერებმა წამყვანი ელემენტის სახით დაამატეს თავიანთ ჩაცმულობაში. თეთრი ბოტასები, ფეხსაცმელები, სანდლებიც კი (თუმცა მოდის პოლიცია ამ უკანასკნელის გამო, ალბათ, ციხეშიც ჩაგსვამდათ) წლევანდელ გაზაფხულზე შავი კოლჰოტი-წინდების გარეშე წარმოუდგენელი იქნება.
„მარაო“ გიზიარებთ, რასთან და როგორ ჩაიცვათ იმისათვის, რომ გამოიყურებოდეთ მოდურად.
- ყველაზე თამამებს ვურჩევთ შავის და თეთრის კომბინაციას. რაც უფრო მოდუნებული და მუქი იქნება თქვენი ლუქი, მეტად ჰარმონიულად გამოიყურება შავი წინდა მასთან სინთეზში.
- სხვათა შორის, ეს ტრენდი პირველად კორეელმა მოდის მიმდევარმა გოგონებმა შემოიტანეს, თუმცა ისინი ამ ტრენდს მუქ აუთფიტთან ატარებენ, ხოლო ევროპელ ბლოგერებს ამ კუთხით არ ეშინიათ და ნათელ ფერებსაც უმატებენ.
- შავი გოლფები ხავერდის მოკასინებთან ერთად რადიკალურ გადაწყვეტილებად ჩაითვლება და მეგამოდურად გამოიყურება. ლაკონური შავი ლაბადა ტერაკოტის მოსაცმელთან ერთად მეტად ორგანულსა და დროულს გახდის თქვენს ლუქს.
- ხელოვნური ბოჭკოს, ე.წ. კაპრონის წინდებთან ყველაზე მეტი კითხვა ელზა ჰოსკის დანახვაზე დაგვებადა, რომელიც მოდურ ელემენტად გადააქცია. ეს ის არ არის, რაც კორეელებმა შემოგვთავაზეს, თუმცა ასეთიც გამოდგება. მსგავსის პოვნა შესაძლებელია Prada-სა და Monki-ს კოლექციებში, თუმცა გააჩნია ბიუჯეტს.
- ბროგები მასიურ ძირზე სწორედ ამ ტრენდისთვის შეიქმნა. უხეში ფეხსაცმელი ამ წინდებს ანეიტრალებს. ტოტალ-ბლექის ვარიანტში, როგორც ბრიტანის აცვია, საკმაოდ სერიოზულად გამოიყურება.
- შავი წინდა ქუსლებთან? მარტივია! ამ იმიჯის საიდუმლო დეტალებისადმი ყურადღებაა. წვრილი პრინტები ქვედაბოლოზე ცენტრალურ ნაწილს იკავებს. პატარა ზომის შავი ჩანთა ავსებს ფეხსაცმელს, რომელიც წინდებთან დუეტში ბოტილიონებს გვაგონებს.
- კოშმარი! ყველა მოდის მიმდევრის საშინელი სიზმარი ახდა - წინდები სანდლებთან. ეს ღამის კოშმარი არასტანდარტული მოდური გადაწყვეტილება აღმოჩნდა, რომელიც ყოველდღიურ ლუქს ტოპითა და ქვედაბოლოთი მოდური ჟურნალის ყდის შესაფერისს გხდით.
5 რჩევა, როგორ ვატაროთ შავი წინდები:
- არ შეგეშინდეთ შავი წინდების თეთრ ფეხსაცმელთან ტარება - ეს ტრენდულია.
- ექსპერიმენტები გინდა? წინდები შეუსაბამე პრინტებს ან აქსესუარებს, ან თუნდაც შენი ლუქიდან რომელიმე ელემენტს.
- გახსნილ ფეხსაცმელზე მოირგე ხელოვნური ბოჭკოს მატერიის წინდები.
- შავი მომჯდარი გოლფები კარგად მეგობრობს ბროგებთან, მილიტარი-ფეხსაცმელთან, ლოფერებთან, მასიურ ბოტასებსა და სანდლებთან. მოკლედ, ამ სტილს ყველაფერი უხეში მოსწონს.
- არ შეუშინდე ექსპერიმენტებს, გაამახვილე ყურადღება პრინტებიან მოდელებზე, ნახატის ფერი შეუსაბამე შენს ლუქს.
წყარო