სტერეოსურათების თვალიერება – შესანიშნავი ვარჯიშია თვალებისთვის.
იხილეთ სტერეოსურათები
სამწუხაროდ, ბევრს არ შეუძლია დაინახოს დაფარული 3D-ნახატი. ამიტომაც გასწავლით, როგორ შეხედოთ მას სწორად:
სტერეოგრამა დაახლოებით 30 სმ-ის დაშორებით უნდა იყოს თქვენგან, თავი და სურათი ერთ სიმაღლეზე უნდა მდებარეობდეს. ახლა შეეცადეთ, მოადუნოთ მხედველობა და გაიხედოთ სურათის მიღმა, წარმოიდგინოთ, რომ ის გამჭვირვალეა.
ზოგიერთს რამდენიმე წამი დასჭირდება იმისათვის, რომ დაინახოს დაფარული სურათი. თუკი რეგულარულად ივარჯიშებთ, ნახატს უფრო მკვეთრად დაინახავთ.
ამბობენ, რომ ადამიანების მხოლოდ 1%-ს არ შეუძლია დაინახოს დაფარული სურათი.
იხილეთ სტერეოსურათები