პრიმა-ბალერინა ირმა ნიორაძე რამდენიმე დღის წინ საქართველოში სტუმრად იმყოფებოდა. ანსამბლ "სუხიშვილების" კონცერტზე მის მიერ შესრულებულმა ''მუხამბაზმა'' ყველა აღაფრთოვანა.
არავინ ელოდა, რომ ბალეტის მოცეკვავე ქართულს ასე კარგად იცეკვებდა. სცენაზე იდგა ასევე დიდი ბალეტის კიდევ ერთი ქართველი წარმომადგენელი ნინო ანანიაშვილიც. სხვათა შორის, კოლეგები მეგობრობენ და ნინო ირმას შვილის ნათლიაა.
ირმა წლებია რუსეთში ცხოვრობს და იქ წარმატებით მოღვაწეობს. არაჩვეულებრივ ფორმაში ყოფნას კი დიდი ნებისყოფის წყალობით აღწევს.
''იმედის'' ეთერში სტუმრობისას ბალერინამ საზოგადოებას გაუმხილა, თუ როგორ დაიკლო წონაში 22 კილოგრამი წლების წინ მშობიარობის შემდეგ.
როდესაც გაიგო, რომ ფეხმძიმედ იყო, თურმე მანონ ლესკოს როლზე მუშაობდა. ბავშვის გაჩენის შემდეგ კი მოინდომა, რომ დიდ ბალეტში ამ როლით დაბრუნებულიყო.
იხილეთ სტატია სრულად