ამ მეთოდით ყველაზე ძველი და ცხიმმიმწვარი ტაფის გაახლებაც შესაძლებელია - Marao

ამ მეთოდით ყველაზე ძველი და ცხიმმიმწვარი ტაფის გაახლებაც შესაძლებელია

2018-06-07 12:20:28+04:00

დარწმუნებულები ვართ, ეს მეთოდი ბევრ დიასახლისს გაუადვილებს საქმეს და სხვებსაც გაუზიარებს.

მასალა:

- 1/2 ჭიქა სოდა;

- 1 ჩაის კოვზი ჭურჭლის სარეცხი სითხე;

- 1 სუფრის კოვზი წყალბადის ზეჟანგი.

გამოყენება:

ყველა ზემოთ მოცემული ინგრედიენტი ერთმანეთში აურიეთ ისე, რომ ათქვეფილ ნაღებს დაემსგავსოს (აუცილებლობის შემთხვევაში, დაუმატეთ "პერეკისი"), წაუსვით მომზადებული მასა ტაფის ზედაპირს და გააჩერეთ 10 წუთი.

შემდეგ აიღეთ უხეში ღრუბელი და კარგად გახეხეთ. ბოლოს გარეცხეთ გამდინარე წყალში. მარტივია, სუფთა და რაც მთავარია, უსაფრთხო!

ასევე იხილეთ:

თუჯის ძველი ტაფის გაახლების ყველაზე მარტივი მეთოდი