კატაბალახა - უძილობის წამალი - Marao

კატაბალახა - უძილობის წამალი

2011-09-17 15:40:10+04:00

თეირანის უნივერსიტეტის სპეციალისტები მივიდნენ დასკვნამდე, რომ კატაბალახა - პოპულარული დამამშვიდებელი საშუალება - მენოპაუზის სინდრომის საწინააღმდეგო საუკეთესო საშუალებაა.

მკვლევარებმა ჩაატარეს ექსპერიმენტი, რომელშიც 100 ქალი მონაწილეობდა. ამ ქალბატონებს მენოპაუზა ჰქონდათ, ბევრ მათგანს კი მისი ერთ-ერთი სიმპტომი - უძილობა აწუხებდა.

მთელი თვის განმავლობაში მათ დღეში სამჯერ კატაბალახას 2-2 აბის მიღებას ურჩევდნენ. 30 დღის შემდეგ მეცნიერებმა შედეგები გააანალიზეს და აღმოჩნდა, რომ კატაბალახამ რეალურად გააუმჯობესა ქალბატონების მდგომარეობა და მათ უძილობას თავი დააღწიეს.

ლიკა კერატიშვილი

გაზეთი "ყველა სიახლე"

(გამოდის ოთხშაბათობით)