ნიშანი და სიმპტომი - ორივე ავადმყოფობის სიგნალია, რომელიც არ უნდა უგულებელვყოთ. ეს ნიშნავს, რომ ორგანიზმში ყველაფერი რიგზე არაა და ექიმთან ვიზიტია საჭირო.
კიბო ისეთი დაავადებაა, რომ თითქმის ყველანაირი სიმპტომი შეიძლება ახლავდეს თან. ნიშნები და სიმპტომები იმაზეა დამოკიდებული, თუ სხეულის რა ნაწილშია კიბო, რამდენად დიდია მისი ზომა და რამდენად ძლიერ ეფექტს ახდენს ორგანოებსა თუ ქსოვილებზე. ამასთან, თუ უკვე გავრცელებულია მეტასტაზები, სიმპტომები სხეულის სხვადასხვა ნაწილში ჩნდება.
როდესაც კიბო იზრდება, დარტყმა ახლომდებარე ორგანოებს, სისხლძარღვებსა და ნერვულ სისტემას აქვს. თუ კიბო კრიტიკულ არეშია, მაგალითად, ტვინის გარკვეულ ნაწილზე, ყველაზე პატარა ზომის სიმსივნეც კი სიმპტომებს გამოიწვევს. თუმცა, ზოგჯერ კიბო ისე მიმდინარეობს, რომ პაციენტი სიმპტომებს ვერ გრძნობს. მაგალითად, პანკრეასის ჯირკვლის კიბო.
აუცილებლად უნდა იცოდეთ კიბოს ძირითადი სიმპტომები.
სრულად იხილეთ: ambebi.ge