20 შეცდომა, რომელსაც თმის დამოუკიდებლად შეღებვისას ვუშვებთ - Marao

20 შეცდომა, რომელსაც თმის დამოუკიდებლად შეღებვისას ვუშვებთ

2018-07-12 14:32:19+04:00

ცოდვა გამხელილი ჯობს და ზოგჯერ, თმას შინ, დამოუკიდებლადაც ვიღებავთ ხოლმე. შემდეგ კი ვბრაზდებით, თუ სასურველი ფერი ვერ მივიღეთ, დავსვარეთ ავეჯი და ერთ კვირაში თმა ისევ შესაღები გაგვიხდა. თუმცა, თუ ჩვენს რჩევებს გაითვალისწინებთ, უსიამოვნო მომენტებს აიცილებთ თავიდან.

1. ნუ აირჩევ საღებავს კოლოფზე მითითებული ფერის მიხედვით

საღებავის მწარმოებლებმა არ იციან შენი თმის სტრუქტურა. ამიტომ, ნუ გაგიკვირდება, თუ არჩეული ფერი მიღებულისას არ დაემთხვევა. თმის ფერი კოლოფზე უკან დატანილი სავარაუდო ცხრილის მიხედვით უნდა შეარჩიო.

Image result for hair coloring gif

2. საცდელ შეღებვაზე უარს ამბობ.

თუ მთელი კოლოფი საღებავის დახარჯვა ექსპერიმენტზებზე გენანება, საკუთარი თმა არ გეცოდება? თუ ნანატრი ჟღალის ნაცვლად შავ თმას მიიღებ მწვანე ელფერით მისი გადაღებვა უფრო ძვირი არ დაგიჯდება? აირჩიე თმის ისეთი მონაკვეთი, რომელიც ნაკლებად გამოჩნდება და ჩაატარე ექსპერიმენტი.

3. ტესტი ალერგიაზე

თმის შეღებვამდე კანზე (კისერზე ან ყურის უკან, იქ, სადაც კანი განსაკუთრებით მგრძნობიარეა) ჩაიტარეთ ტესტი. თმის საღებავმა შეიძლება გამოიწვიოს წვა, ანთება და თმის ცვენაც კი.

4. დაიცავი კანი

თუ თმის შეღებვის შემდეგ კისერსა და ყურებზე საღებავი გრჩება და ვერ იშორებ, თმის შეღებვამდე კრემი ან კოსმეტიკური ვაზელინი წაისვი.

5. თმის შეღებვამდე გამოიყენე ბალზამი

თმის შეღებვამდე ერთი დღით ადრე თავი არ დაიბანო, მაგრამ თუ ვერ ძლებ, შამპუნი ბალზამით ჩაანაცვლე.

6. ჩამოიბანე ვრაცხნილობა

თუ თმის შეღებვამდე ერთი დღით ადრე რთული ვარცხნილობა გქონდა მუსისა და ლაკის გამოყენებით, თმა აუცილებლად უნდა დაიბანო, წინააღმდეგ შემთხვევაში თმა არ შეგეღებება.

7. თმის საღებავს წარბებსა და წამწამებისთვის იყენებ

დაუშვებელია წარბებსა და წამწამების შეღებვა თმის საღებავით. მათთვის სპეციალური საღებავი არსებობს, მოიკითხე სალონში. თმის საღებავისგან შეიძლება წამწამები და წარბები დაგცვივდეს.

8. ნუ გაიჩერებ საღებავს თმაზე დიდხანს

ყველა საღებავს კოლოფზე აქვს დატანებული დრო, 30 ან 40 წუთი. ნუ გგონია, რომ თუ დიდხანს გაიჩერებ, უფრო ინტენსიურ ფერს მიიღებ, თმას დაიწვავ.

Image result for hair coloring gif

9. ნუ დაიბან შეღებილ თმას ქერტლის საწინააღმდეგო შამპუნით

ქერტლის საწინააღმდეგო შამპუნი განსაკუთრებულ ნივთიერებას შეიცავს, რომელიც ჩამორეცხავს საღებავს. გამოიყენე შამპუნი `შეღებილი~ თმისთვის.

10. თმის ფერის კარდინალური შეცვლა

სახლის პირობებში თმა შეგიძლია 2 ტონით ღია ან მუქ ფერში შეიღებო, მაგრამ თუ ფერის კარდინალური შეცვლა გსურს, სალონს უნდა ეწვიო.

11. თმის ძლიერი გამაღიავებელი

თუ თმის გამაღიავებელს თავზე ერთი საათი გაიჩერებ, თმასაც დაიწვავ და კანსაც. გარდა ამისა, შეიძლება ალერგიაც გამოიწვიო. ზოგიერთი შეცდომას უშვებს და მკვეთრად გაღიავებულ ყვითელ თმაზე ფერფლისფერ საღებავს იდება, რაც თმას მწვანე ელფერს აძლევს. იმედია, შენ ასე არ მოიქცევი.

12. არ იღებავ თმის ბოლოებს

საღებავის წასმის შემდეგ თმა უნდა დაივარცხნო, რომ საღებავი მთელ სიგრძეზე გადანაწილდეს.

13. თმის ბოლოები მუქი რჩება

ასე რომ არ მოხდეს, ჯერ თმის ძირები შეიღებე და შემდეგ გადაინაწილე საღებავი თმის ბოლოებისკენ.

14. არეული ფერი

თუ კეფაზე თმის შეღებვა გიჭირს, ვინმე დაიხმარე.

15. სველ თმას იღებავ

თმის საღებავი მხოლოდ მშრალ თმაზე უნდა დაიდო.

Image result for hair coloring gif

16. თმას შეღებვიდან მეორე დღესვე იბან

თმის შეღებვის შემდეგ 24 საათი მაინც რა უნდა დაიბანო, რათა ფერი უფრო ჩააჯდეს თმას.

17. ნუ გააჩერებ შეზავებულ საღებავს

იგი შეზავებისთანავე უნდა წაისვა თმაზე. რადგან ქიმიური პროცესი მიმდინარეობას თუ დიდხანს გაიჩერებ, თმა აღარ შეიღებება.

18. ნუ გააზავებ საღებავს შამპუნით

თუ საღებავი არასაკმარისი გეჩვენება, ნუ გააზავებ ბალზამით ან შამპუნით. უმჯობესია, ორი კოლოფი საღებავი გამოიყენო.

19. მეტალის სავარცხელს იყენებ

მეტალი სარებავთან რეაქციაში შედის და წარმოუდგენელია, რა ფერი შეიძლება მიიღოს შენმა თმამ. ამიტომ პლასტმასის ან ხის სავარცხელი გამოიყენე.

20. ხუმრობით იღებავ თმას ლურჯ (მწვანე, იისფერ, ალისფრად)

მეცნიერებმა დაამტკიცეს, რომ თმის ფერის რადიკალურმა შეცვლამ შეიძლება კანის დაავადებები გამოიწვიოს. განსაკუთრებით ალერგიულია ჟოლოსფერი, მწვანე, იისფერი, ლურჯი და მკვეთრი ჟღალი ფერის საღებავები.