მსახიობი ნატუკა გულისაშვილი "იმედის დილაში" მუშაობს, პარალელურად, სხვა სამსახურებიც აქვს, თუმცა გადაღლილობა საერთოდ არ ეტყობა.
ეს კი თავის მოვლის სწორად არჩეული მეთოდების დამსახურებაა. ნატუკა ასაკს არ მალავს, რამდენიმე თვეში 44 წლის გახდება. თუმცა მსახიობი ბევრად უფრო ახალგაზრდულად გამოიყურება.
- ნატუკა, სახის კანს როგორ უვლით?
- არასდროს გამიკეთებია ბოტოქსი. იმიტომ არა, რომ თავის მოვლის ეს მეთოდი არ მომწონს, უბრალოდ, ვფიქრობ, რომ ჯერ არ მჭირდება. დავდივარ ერთ-ერთ სილამაზის სალონში, სადაც რადიოფრაქციული ტალღებით ვიტარებ პროცედურებს. ამ პროცედურას თერმოლიფტინგსაც უწოდებენ. დილით ადრე მიწევს სახლიდან გასვლა, "იმედის დილაში" მისვლა რომ მოვასწრო. შაბათ-კვირას რადიოში ვმუშაობ. საშინელი გრაფიკი მაქვს.
ამ პროცედურის მერე კი, სახის ყველა კუნთი იღვიძებს და ჩაშავებული თვალებით ყოფნა აღარ მიწევს. სპეციალურ სახის კრემებს არასდროს ვიყენებდი, მიუხედავად იმისა, რომ ბებია კოსმეტოლოგი მყავდა. არც ვცდილობ, ვიხმარო ქიმიურ კომპონენტებზე დამზადებული კრემები, რადგან თანამედროვე მეთოდები მერე აღარ გაამართლებს. ვხმარობ მხოლოდ ბუნებრივ კრემებს, რომლებიც ღეროვან უჯრედებზეა დამზადებული.
- ბებიის რა რჩევებს ითვალისწინებთ?
- რჩევებს ვითვალისწინებ, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ სხვა სახის დახმარება სახის კანს არ სჭირდება. მაგალითად, როდესაც მარწყვი მაქვს სახლში, ათ ცალს ვჭამ და ათ ცალს სახეზე ვიდებ. ასევე ვიქცევი კიტრის ჭამის დროს. კიტრს ვფცქვნი და კანს სახეზე ვისვამ. ეს დაახლოებით ისეთი ჩვევაა, როგორც კბილს ვიხეხავთ ყოველ დილას. შვრიის ფაფას როდესაც ვაკეთებ, ცალკე ჭიქაში დავალბობ ხოლმე რამდენიმე კოვზს და მერე სახეზე რამდენიმე წუთით ვისვამ. ეს ყველაფერი კანს კვებავს. ვცდილობ, ყველაფერი ბუნებრივი შევახო ჩემს სახეს.
- ბებიისგან ნასწავლი რაიმე რეცეპტი იცით, რომელიც ყველა ტიპის სახის კანისთვის კარგია?
- ბებია გვირჩევდა, ახალი ხილისგან მომზადებული ფაფა სახესა და ხელებზე წაგვესვა.
- ფაფა როგორ მზადდება?
სრულად იხილეთ: reitingi.ge