თუ ვარჯიშობ და გსურს, სხეული მეტად რელიეფური და გამომშრალი გახადო, ანუ მოიშორო კანქვეშა ცხიმი და ამასთან, არ დაიკლო წონაში კუნთების ხარჯზე, შენთვის ნახშირწყლოვანი შიმშილია საჭირო – დიეტა ნახშირწყლების მინიმალური შემცველობით.
როცა ადამიანი ჩვეულებრივი დიეტის მეშვეობით იკლებს წონაში, ძალიან ხშირად ცხიმი რჩება და წონა კუნთოვანი მასის შემცირების ხარჯზე მიდის.
ეს ასუსტებს სხეულს, ანელებს ნივთიერებათა ცვლას, ხოლო გარეგნობა ავადმყოფური ხდება.
ამიტომაც აჯობებს, დაიკლოთ ჭკვიანურად – მხოლოდ სპორტითა და დაბალანსებული კვებით. ნახშირწყლოვანი შიმშილი – ყველაზე გამძლეებისთვის არის, მაგრამ ამაზე ეფექტური მეთოდი გასახდომად, უბრალოდ, არ არსებობს.
დაიმახსოვრეთ: სპორტი ამ დიეტის დროს აუცილებელია, მხოლოდ ამ შემთხვევაში იქნება გახდომის ეს მეთოდი მაქსიმალურად ეფექტური. აირჩიეთ ნებისმიერი დატვირთვა: სირბილი, სპორტდარბაზი, ველოსიპედით სეირნობა, აქტიური სიარული და სხვა...
სპორტს კი დაურთეთ სწორი დიეტა. ორგანიზმში გლუკოზის დეფიციტის დროს ცხიმის დნობა მიმდინარეობს. სწორედ ამისკენ ვისწრაფვით ჩვენც. ამიტომაც უარი უნდა თქვათ პროდუქტებზე, რომლებიც გლუკოზას შეიცავს.
ნახშირწყლოვანი შიმშილის დროს შეგიძლიათ და უნდა მიირთვათ შემდეგი პროდუქტები:
წიწიბურა;
ბრინჯი;
მჭლე ხორცი;
კვერცხი;
პარკოსნები;
ბოსტნეული;
ხაჭო;
ხილი (არატკბილი);
რძე.
უნდა გამორიცხოთ შემდეგი პროდუქტები:
ტკბილეული – შეცვალეთ თაფლით;
ცომეული – შეცვალეთ ფაფებით, მაგრამ დღეში არაუმეტეს 200 გრ-ისა;
რძის ცხიმიანი ნაწარმი – მხოლოდ უცხიმო ხაჭო, კეფირი, რძე;
ცხოველური ცხიმები – შეცვალეთ თევზით.
კვების ძირითადი წესები:
შეინარჩუნეთ მეტაბოლიზმი დანაწევრებული კვების მეშვეობით;
დღის განმავლობაში სვით 2,5 ლ სუფთა წყალი;
საღამოს არ მიირთვათ ფაფები;
ითვალეთ კალორიები და შეამცირეთ მათი რაოდენობა;
არ ჭამოთ ვარჯიშამდე 2 საათით ადრე და მას მერე 2 საათი.
პირველი კვირა: ნახშირწყლებზე უარი თქვით თანდათანობით. მიირთვით ფაფები, კვერცხი, ხაჭო, თეთრი თევზი. უარი თქვით მარილსა და კარაქზე, გამოიყენეთ სანელებლები, მაგრამ არა დიდი რაოდენობით.
მეორე კვირა: მიირთვით რაც შეიძლება მეტი ბოსტნეული, ფაფები შეამცირეთ.
მესამე კვირა: სასურველია მიიღოთ ვიტამინები, სვათ საკმარისი რაოდენობის სითხე. თუ უსიამოვნო შეგრძნებები გაგიჩნდათ – პირიდან სუნი, მსუბუქი თავბრუსხვევა, სისუსტე – დალიეთ ცოტაოდენი ტკბილი ხილის წვენი. რა თქმა უნდა, ეს უკიდურესი შემთხვევისთვის.
მეოთხე და მეხუთე კვირა: იკვებებით ისევე, როგორც მეორე კვირას – ანუ მკაცრად.
5 კვირაზე მეტხანს ამ კვების რეჟიმის დაცვა არ შეიძლება!
არ უნდა დაუბრუნდეთ მკვეთრად კვების ძველ რეჟიმს – ნელ-ნელა დაუმატეთ რაციონში ნახშირწყლები, თორემ მთელ დაკარგულ კილოგრამებს უცებ დაიბრუნებთ.
აწარმოეთ დღიური და ჩაიწერეთ მასში ის, რასაც მიირთმევთ. ეს დაგეხმარებათ აკონტროლოთ მენიუ და არ მიირთვათ არაფერი ზედმეტი და აკრძალული.
ყველაფერი გამოგივათ, თუკი სერიოზულად მიუდგებით ამ ყველაფერს!