20 ფაქტი, რომელსაც საკუთარ თავში მხოლოდ 30 წლის შემდეგ აღმოაჩენ - Marao

20 ფაქტი, რომელსაც საკუთარ თავში მხოლოდ 30 წლის შემდეგ აღმოაჩენ

2015-07-17 14:18:33+04:00

რა უცებ გარბის დრო... განსაკუთრებით, ბავშვობა და ახალგაზრდობა... უკან მოხედვასაც ვერ ასწრებ, რომ 30 წელი გისრულდება და ეს თითქოს დაუჯერებელი ხდება.

გადააბიჯებ თუ არა 30-ს, უამრავ ცხოვრებისეულ პრინციპს აღმოაჩენ საკუთარი თავისთვის - ისეთებსაც, რომლებიც მხოლოდ შენთვის იქნება და ისეთებსაც, რომლებიც საერთოა ყველასთვის, ვინც 30-ს გადააბიჯა. მხოლოდ ამის შემდეგ ხვდები, რომ...

1. ნორმალურ დროს დაძინება უკეთესია, ვიდრე გათენებისას;

2. ბავშვობაში წაკითხული ყველა წიგნი თუ ნანახი ფილმი მორალის გაურკვეველ გაკვეთილებს გვაძლევდა;

3. მეგობრებთან შეხვედრის ორგანიზება საკმაო დროს მოითხოვს და რთულია;

4. აღარ განიჭებს სიამოვნებას და მარტივი აღარ არის დილაუთენია სპორტდარბაზში წასვლა და ვარჯიში;

5. ყველაფერი ის, რასაც 5 წლის წინ ელემენტარულად და მარტივად წყვეტდი, ახლა არარეალურად გეჩვენება;

6. თვისებები, რომლებითაც ადამიანი იდეალურად გეჩვენებოდა, ახლა სასაცილო და სულელური ჩანს;

7. იმაზე გამაღიზიანებელი და სასირცხვილო არაფერია, ვიდრე საკუთარი თავის გარდატეხის ასაკში წარმოდგენა;

8. მშობლები – მსოფლიოში ყველაზე ახლობელი და საუკეთესო ადამიანები არიან და სულ უფრო გიძლიერდება სურვილი, დიდი დრო დაუთმო მათ;

9. თითქმის შეუძლებელია – იცხოვრო ისე და აკეთო ის, რაც მართლა გსიამოვნებს;

10. შენი ახალგაზრდა სხეულის ზოგიერთი ორგანო თუ ნაწილი უმიზეზოდ გტკივა და ამას ვერ ცვლი;

11. რაც დრო გადის, მით მტკივნეული პრობლემა ხდება ზედმეტი წონა;

12. ნაბახუსევი არსებობს;

13. ერთ დღესაც მიხვდები, რომ ხარჯების კონტროლი და ფულის ეკონომია – კარგი ჩვევაა;

14. დასვენება კარგია იქ, სადაც საკმარისი დასაჯდომი ადგილია და არ ისმის გამაყრუებელი მუსიკა;

15. ვარსკვლავების დიდი რაოდენობა უცებ შენზე ახალგაზრდა გახდა;

16. გრცხვენია შენი ძველი ვარცხნილობების;

17. ბევრ ადამიანზე ასჯერ ჭკვიანი იქნები, თუკი წაიკითხავ თუნდაც იმის ნახევარს, რასაც უნივერსიტეტში გასწავლიდნენ;

18. სჯობს გყავდეს 5 საუკეთესო მეგობარი, ვიდრე უამრავი ნაცნობი;

19. "დრო გარბის" – ეს ფრაზა სულ უფრო ღრმა აზრს იძენს;

20. ოდესღაც გეგონა, რომ უფროსებმა იციან ყველაფერი ყველაფრის შესახებ, ახლა კი მიხვდი, რომ ბევრი კითხვა პასუხგაუცემელია.

ასევე იხილეთ:

რამდენიმე ფაქტი სიყვარულისა და სექსის შესახებ, რომელიც არ ვიცოდი იქამდე, სანამ 40 წლის გავხდებოდი