მარტივი და ეფექტური 10-დღიანი დიეტა – მინუს 5-6 კგ - Marao

მარტივი და ეფექტური 10-დღიანი დიეტა – მინუს 5-6 კგ

2015-07-21 12:05:12+04:00

ეს 10-დღიანი განსატვირთი დიეტა ორგანიზმისთვის ზიანის მიყენების გარეშე დაგაკლებინებთ 5-6 კგ-ს. 10 დღეზე მეტი მისი დაცვა რეკომენდებული არ არის.

ამ 10 დღეში შედის 5 "ცილოვანი" და 5 "ნახშირწყლოვანი" დღე, რომლებიც ერთმანეთს ცვლის.

მნიშვნელოვანია: 10 დღის განმავლობაში უარი თქვათ მარილსა და სანელებლებზე.

მაშ ასე, 10-დღიანი დიეტის მენიუ:

ცილოვანი დღე:

გაღვიძებისთანავე დალიეთ ერთი ჭიქა თბილი წყალი.

საუზმე – მოხარშული კვერცხი, მწვანე სალათა (ნებისმიერი მწვანე ბოსტნეულისგან მომზადებული).

შემდეგ მთელი დღის განმავლობაში მიირთმევთ შემდეგი წესით მომზადებულ მოხარშულ ქათამს:

დაასხით ქათამს წყალი, მიიყვანეთ ადუღებამდე, ადუღეთ რამდენიმე წუთი, გადაუღვარეთ წყალი, გარეცხეთ ქათამი, შემდეგ კვლავ დაასხით წყალი და ადუღეთ, სანამ ქათამი არ მოიხარშება.

დღეში შეგიძლიათ მიირთვათ 700-800 გრ ქათმის ხორცი, ოღონდ არა ერთ მიღებაზე, გაანაწილეთ ის საკვების 3-4 მიღებაზე.

ნახშირწყლოვანი დღის რაციონი:

1-1,5 კგ სხვადასხვა ბოსტნეული (კარტოფილის გარდა).

ბოსტნეული შეიძლება იყოს როგორც უმი, ასევე მოხარშული (ჩათუთქული).

დღის განმავლობაში მიირთვით 6-8-ჯერ, სალათის პატარ-პატარა ულუფები.

არაჩვეულებრივი იქნება ამ დღეებში კუჭ-ნაწლავის "დასაგველი სალათის" მირთმევა, რომელიც შემდეგნაირად მზადდება:

იხ. სალათის რეცეპტი.

დიეტა არ შეიძლება ორსულებისთვის, ქრონიკული დაავადებებისა და სხვა ისეთი ავადმყოფობის დროს, როცა ექიმის მიერ დანიშნულ სპეციალურ კვების რეჟიმს იცავთ.