7 პროდუქტი, რომელიც მადას აქვეითებს - Marao

7 პროდუქტი, რომელიც მადას აქვეითებს

2015-07-23 11:19:05+04:00

თუ გინდათ რამდენიმე კილოგრამის დაკლება, არ არის საჭირო მასაბეზრებელი დიეტა და შიმშილი. გაცილებით ეფექტურია, თუ შეამცირებთ საკვების რაოდენობას და იკვებებით ჯანსაღი საკვებით. ჩვენ დაგეხმარებით, ყურადღება გაამახვილოთ 7 პროდუქტზე, რომლებიც დაგეხმარებათ, "მოატყუოთ" თქვენი კუჭი.

1. მარცვლეული

ლობიო - ეს მარცვლეული მდიდარია ცილებით, უჯრედისით, ანტიოქსიდანტებით, В ჯგუფის ვიტამინებით და რკინით. ეს დიეტური მარცვლეული დაგეხმარებათ მადის დაქვეითებაში.

2. სუპი

თუ ჩვევად გაიხდით სადილზე დაბალკალორიული სუპის მირთმევას, საერთო მოთხოვნილების კალორია 20%-ით დაიკლებს.

3. შავი შოკოლადი

თუ ტკბილისაკენ გაგიწევთ გული, მიირთვით შავი შოკოლადის ნატეხი. ის თრგუნავს მადას და სიტკბოს მოთხოვნილებასაც აკმაყოფილებს.

4. კვერცხი

თუ საუზმეზე მიირთმევთ კვერცხს, სადილამდე შიმშილი აღარ შეგაწუხებთ. დამტკიცებულია: ვინც საუზმეზე მეტ ცილას იღებს, ნაკლებ კალორიას მოიხმარს დღის განმავლობაში.

იხილეთ სტატია სრულად