როცა მანქანაში ვსხდებით, დაუფიქრებლად, ავტომატურად ვქოქავთ მას და ვრთავთ კონდიციონერს. მაგრამ ამ დროს ჩვენ არა მხოლოდ საკუთარი, არამედ ჩვენი ახლობლების ჯანმრთელობით ვრისკავთ. და აი, რატომ.
საქმე ისაა, რომ როცა ჩაკეტილ მანქანას ქუჩაში ვტოვებთ (რა თქმა უნდა, ფანჯრებაწეულს), მასში დღის განმავლობაში 400-800 მგ ბენზოლი გროვდება. ეს იმ შემთხვევაში, თუკი მანქანა ჩრდილში გვიყენია, ხოლო თუ ის მზეშია (16 გრადუსზე მაღალ ტემპერატურაზე), ბენზოლის დონე მანქანაში კრიტიკულ ზღვარს, 2000-4000 მგ-ს აღწევს, რაც 40-ჯერ აღემატება დასაშვებ ნორმას.
უფრო გასაგებად რომ ვთქვათ, მანქანაში ჩასხდომისას (რომლის ფანჯრებიც აწეული იყო), ადამიანები ბენზოლს სუნთქავენ, ეს ტოქსინი კი ანგრევს თირკმელს, ძვლოვან ქსოვილებსა და ღვიძლს. მეტიც, ეს ტოქსინი ორგანიზმიდან ძალიან რთულად და ნელა გამოდის.
ავტომობილის ინტსრუქციაში მითითებულია, რომ კონდიციონერის ჩართვამდე 2 წუთით ადრე მაინც აუცილებლად უნდა ჩამოწიოთ ფანჯრები, მაგრამ თუ რატომ, ამის მიზეზი, რა თქმა უნდა, არ არის მითითებული.
სამეცნირო დასკვნა:
სამეცნიერო კვლევებმა დაადასტურა, რომ იქამდე, სანამ კონდიციონერი გრილ ჰაერს გამოუშვებს, მას გამოაქვს შიგნით დაგროვილი და გახურებული ბენზოლი – ტოქსინი, რომელიც იწვევს კიბოს.
ასე რომ, არასოდეს დაგავიწყდეთ, მანქანაში ჩასხდომისას, პირველ რიგში, რამდენიმე წუთით აუცილებლად ჩამოწიეთ ფანჯრები, შემდეგ ჩართეთ კონდიციონერი და ცოტა ხანს კიდევ არ აწიოთ ფანჯრები.
ასევე იხილეთ:
საშიში დაავადებები, რომლებსაც კონდიციონერი იწვევს