როგორ მოვიხმაროთ პლასტმასის ჭურჭელი, რომ ქიმია საკვებს არ შეერიოს - Marao

როგორ მოვიხმაროთ პლასტმასის ჭურჭელი, რომ ქიმია საკვებს არ შეერიოს

2015-07-25 14:23:10+04:00

სადღეისოდ, პლასტმასისგან დამზადებული პროდუქცია ჩვენს ცხოვრებაში ძლიერადაა შემოჭრილი. ვსარგებლობთ პლასტმასის ჭურჭლით, მინერალურ წყალს ვსვამთ პლასტმასის ბოთლიდან, ფანჯრის ჩარჩოები და რაფებიც კი ამ მასალისაა.

არც თუ ისე დიდი ხნის წინ, ამერიკელმა მეცნიერებმა უნიკალური კვლევების შედეგები წარმოადგინეს. ისინი ამტკიცებენ, რომ პლასტმასი არა მარტო მავნეა, არამედ რთულად გამოდის ორგანიზმიდან. ამერიკელმა მეცნიერებმა გამოაქვეყნეს მავნე პროდუქციის ჩამონათვალი, სადაც აღნიშნულია პლასტმასის ფანჯრები, ავეჯი და ჭურჭელი. ამ უკანასკნელიდან პლასტმასის მავნე ნაწილაკები საკვებთან კონტაქტით დაუბრკოლებლად ხვდება ორგანიზმში.

როგორ შევამციროთ პლასტმასის ჭურჭლიდან მიღებული ზიანი?

თავად პოლიმერები ინერტულია და არატოქსიური. ორგანიზმისთვის მავნეა შუალედური

ნივთიერებები და ტექნოლოგიური დანამატები, რომელთაც მიეკუთვნება მაგალითად, გამხსნელები. ამ უკანასკნელის გარეშე კი პლასტმასის დამზადება შეუძლებელია. გარდა ამისა, ქიმიური დაშლის ზოგიერთი ნივთიერება ასევე შეიძლება მოხვდეს საკვებსა და ორგანიზმში.

სასარგებლო რჩევები იხილეთ: mshoblebi.ge