ყურადღებით იყავით დეტალებისადმი. სწორედ მათში იმალება სიმართლე. გთავაზობთ 10 დამამტკიცებელ საბუთს, რომ პარტნიორმა თქვენ მიმართ ინტერესი დაკარგა, ან თქვენ გახდით მის მიმართ გულგრილი.
- თუ ადრე პარტნიორში ყველაფერი მოგწონდათ, ახლა კი მისი გამოწეული ყურები, ან უსწორმასწორო კბილებიც კი გაღიზიანებთ, ან ის, რაც ადრე სიპათიურად გეჩვენებოდათ, ახლა ნერვებს გიშლით, თქვენს ურთიერთობაში გლობალური ცვლილება მოხდა.
- ნაკლებად უყურებთ ერთთმანეთს, ხშირად თვალს არიდებთ. ან პარტნიორს ამჩნევთ მსგავს ცვლილებას.
- საუბარი ძირითადად ფორმალურ თემებს შეეხება. ისიც იმიტომ, რომ რაღაც ურთიერთობა შეინარჩუნოთ.
- ხშირად, ზოგჯერ უმიზეზოთაც, პარტნიორებს საუბარში გაღიზიანება ემჩნევათ. ან მუდმივად გეკამათებათ, ან დემონსტრაციულად დუმს.
- ხვდებით, რომ თქვენთვის უინტერესოა ყველაფერი ის, რასაც პარტნიორი აკეთებს ან ამბობს. მასთან ურთიერთობა ენერგიას გაცლით.
- ერთმანეთს იშვიათად უღიმით.
- დაწოლისას ზურგს გაქცევთ, ან თქვენ ეხვევით საბანში, რათა ზედმეტად არ შეგეხოთ.
- ხვდებით, რომ ყველაფერი უკვე `ითქვა~, ახალი აღარაფერი მოხდება და მისი არსებობა "უნდა მოითმინოთ".
- მის გვერდით თავს დაღლილად და მოწყენილად გრძნობთ. გგონიათ, რომ ერთმანეთის დროს კარგავთ.
- აღარ ინტერესდებით მისი საქმეებით, მეობრებით, ან მან დაკარგა ინტერესი თქვენი პერსონის მიმართ.