ნაოჭების საწინააღმდეგო კრემი თქვენი სურვილის მიხედვით უნდა შეარჩიოთ, მაგრამ მასში აუცილებლად უნდა იყოს ეს 6 კომპონენტი. მათ გარეშე კრემს ეფექტი არ ექნება:
გლიცერინი - უნიკალური თვისება აქვს, ტენს ჰაერიდან იწოვს და კანზე დიდი ხნით ინარჩუნებს. სლიკინა სტრუქტურა მომენტალურად ასწორებს ნაოჭებისგან გაჩენილ ღარებს და სახეს იდეალური მაკიაჟისთვის ამზადებს.
კარბამიდი - კრემზე შეიძლება ეწეროს ურეა. იგი კანს რბილსა და ელასტიკურს ხდის. მისი დახმარებით კი კანს დაბერების უფლებას რამდენიმე წლით გადაუვადებს.
კერამიდი - აჯანსაღებს კანს, ანიჭებს ჯანმრთელ იერს. კერამიდები აუმჯობესებს კანის დამცავ ფუნქციას, არ აძლევს გამოშრობის საშუალებას.
ჰიალურონის მჟავა - ასწორებს ნაოჭებს შიგნიდან. ღრუბლის მსგავსად, კანის ღრმა უჯრედებში ინარჩუნებს სინოტივეს.
ვაზელინი - კრემზე შეიძლება პეტროლატუმი ეწეროს. მისი სიკეთე ისაა, რომ კრემში შემავალ ყველა სასარგებლო ინგრედიენტს კანში შეღწევაში ეხმარება და რაც მთავარია, კრემის და ლოსიონის არც ერთ კომპონენტთან არ შედის რეაქციაში.
რძის მჟავა - დამატენიანებელი და გამაახალგაზრდავებელი საშუალებაა. ათავისუფლებს კანს ცხიმოვანი გარსისგან, ასუფთავებს და ხელს უშლის მიმიკური ნაოჭების წარმოქმნაში.
ასევე იხილეთ:
წაისვით სახეზე კრემი სწორად – ნაადრევი ნაოჭების გაჩენის პროფილაქტიკა
