აკადემიკოსი ამოსოვი ამ რეცეპტს ურჩევდა ყველა პოსტოპერაციულ პაციენტს ორგანიზმის სწრაფად აღსადგენად და გასაჯანსაღებლად. და თუკი ადამიანი ჯანმრთელია? ამ "ვიტამინების ბომბის" სარგებლობა შეუფასებელია!
ამოსოვის პასტის რეცეპტი: 
ინგრედიენტები:
- 500 გრ ქიშმიში;
- 500 გრ კურაგა;
- 500 გრ ლეღვი (შეგიძლიათ ჩირიც);
- 500 გრ შავი ქლიავის ჩირი;
- 500 გრ თაფლი;
- 2 ჭიქა ნიგოზი;
- 1 ლიმონი კანიანად.
მომზადების წესი:
- ყველა ინგრედიენტი გაატარეთ ან დააქუცმაცეთ კომბაინში და დაუმატეთ 500 გრ თაფლი.

- აურიეთ ერთგვაროვანი მასის მიღებამდე და გაანაწილეთ ქილებში.
- მიიღეთ თითო სუფრის კოვზი 3-ჯერ დღეში ჭამამდე 30 წუთით ადრე.
ეს ვიტამინებისა და მიკროელემენტების ნამდვილი საბადო იდეალურია მოსწავლეებისთვის მათი გონებრივი და ფიზიკური შესაძლებლობებისთვის, სპორტსმენებისთვის და ასაკოვნებისთვის.