თუჯის ტაფის განახლების სხვადასხვა რეცეპტი არსებობს. ეს კიდევ ერთი ძალიან ეფექტური მეთოდია, რომელიც არა მარტო მოაცილებს ტაფას ჩამჯდარ ცხიმს, არამედ სრულიად აღადგენს მის ზედაპირს. სცადეთ!
დაგჭირდებათ:
ქურის საწმენდი საშუალება;
რეზინის ხელთათმანები;
ნაგვის პარკები;
თეთრი ძმარი;
ზეითუნის ზეთი.
სქელ ფენად წაუსვით ტაფის ზედაპირს ქურის საწმენდი საშუალება და იმისათვის, რომ არ გაშრეს, ჩადეთ ტაფა ნაგვის პარკში და მოუკარით თავი. გააჩერეთ პარკში ტაფა 1-2 დღის განმავლობაში, შემდეგ კი გარეცხეთ გამდინარე წყალში. შემდეგ კვლავ წაუსვით ქურის საწმენდი საშუალების ახალი ფენა და კვლავ მოათავსეთ პარკში 1 დღით.
ქურის საწმენდ საშუალებაში შემავალი აქტიური ნივთიერებები ტაფას დიდი ხნით ჩამჯდარ ჭუჭყსა და ცხიმს მოაშორებს. შემდეგ კი ტაფა თბილი წყლისა და ძმრის (1/1-ზე) ხსნარში ჩაალბეთ ერთი საათით და დაამუშავეთ მისი ზედაპირი ლითონის სახეხით. დააცადეთ, რომ მთლიანად გაშრეს ტაფა. ახლა კი შევუდგეთ ზედაპირის აღდგენის პროცესს:
გაახურეთ ღუმელი 250 გრადუსზე და მოათავსეთ ტაფა მასში ერთი საათით. შემდეგ ფრთხილად გამოიღეთ გახურებული ტაფა და წაუსვით ყველა მხრიდან თხელ ფენად ზეითუნის ზეთი. დაელოდეთ, სანამ არ შეიწოვს ზეთს, შემდეგ კი მოაცილეთ ზეთის ნარჩენები მშრალი ჩვრით.
ამ მეთოდით კიდევ ორი ფენა ზეთი უნდა წაუსვათ ტაფას. ღუმელში ტაფის ბოლო გამოწვის დრო – 1 საათია, რის შემდეგაც აღებთ ღუმელის კარს და აცდით ტაფას, რომ გაგრილდეს.
ასევე იხილეთ:
ამ მეთოდით ყველაზე ძველი და ცხიმმიმწვარი ტაფის გაახლებაც შესაძლებელია
